x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სიღნაღის სოფელი ანაგა დაისეტყვა
image


ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ კახეთში მოსახლეობა აზარალა. სეტყვა ძირითადად სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს შეეხო. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ცნობით, დაისეტყვა სოფელი ანაგა, ველისციხე და ახაშენი, სადაც სტიქიამ ვენახები დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ანაგაში უჩვეულო ზომის და ფორმის სეტყვა ცვიოდა, თუმცა სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვები არ გაუსვრიათ.


ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფელი ანაგა, გურჯაანში კი ახაშენი და ველისციხე დააზარალა. ანაგაში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, განადგურებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.


ზარალი მიადგა ველისციხესაც, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ერთი დაზარალებული ოჯახის შესახებ - გადახდილია სახლის სახურავი. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა ზარალი მიადგა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ორივე მუნიციპალიტეტში ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.



ამ წუთებში წვიმა გრძელდება კახეთის დანარჩენ რაიონებშიც.

0
276
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0