x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გიორგი გაბუნიას საკვირაო გადაცემას "პოსტ ფაქტუმი" დაარქვეს
image


"პოსტ ფაქტუმი" - ასე ერქმევა გადაცემას რომელსაც P.S - ს წამყვანი გიორგი გაბუნია „მთავარ არხზე“ გააკეთებს. ახალი სახელწოდების შესახებ თავად გაბუნიამ განაცხადა.


გადაცემა ტრადიციული ფორმატის იქნება და მთავარი არხის პირდაპირ ეთერში ყოველ კვირას, 21:00 საათზე გავა. ცნობილია, რომ ნიკა გვარამიას სურდა გადაცემის სახელი ყოფილიყო „კვირის მთავარი“, თუმცა „იბერიას“ შენობაში შესვლისთანავე თავად გიორგი გაბუნია აღნიშნავდა, რომ ამ სახელწოდებას არ ეთანხმებოდა და წინააღმდეგი იყო. როგორც ჩანს გვარამიამ წამყვანის შენიშვნა გაითვალისწინა და საკვირაო გადაცემას სახელწოდება შეუცვალეს.


"ეს სახელი ლოგიკურია, იმიტომ რომ იმ მოვლენებმა და ფაქტემბა, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა აქამდე მოგვიყვანა. ევროპამ გადმოგვიყვანა აქ, სტრასბურგს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. ნინო ნაკაშიძემ კი მოიფიქრა სახელი "პოსტ ფაქტუმი" . რისკთანაა ჩემი წამყვანობა დაკავშირებელი, მაგრამ მოუწევს ხელმძღვანელობას ამ ნაბიჯის გადადგმა.თუ თოფს შეიტან სცენაზე, მან უნდა გაისროლოს თუ არ გინდა გაისროლოს არ უნდა შეიტანო. თუ მე ვარ ამ გადაცემის წამყვანი აუცილებლად გავისვრი" - ამბობს გიორგი გაბუნია.



როგორც ჩანს ლოგოს მსგავსების გარდა, ახალი არხის ხელმძღვანელობა და გუნდი ცდილობს, სახელწოდებებიც მიამსგავსოს ყოფილი არხის ბრენდირებლ შეფუთვას, თუ დასახელებებს.


ამას გარდა, "მთავარი არხი" სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს იმის, შესახებ თუ როგორ უნდა მოძებნოს მაყურებელმა არხი ტელევიზორში:

"მოძებნე "მთავარი არხი" შენს ტელევიზორში:

ჩვეულებრივი ანტენით და ციფრული მიმღებით (უკვე ჩართულია)
მაგთი ITPV - ღილაკი 55 (ჩაირთვება ორშაბათიდან)
სილქნეტი - ღილაკი 281 (ჩაირთვება ორშაბათიდან)
თქვენს ადგილობრივ საკაბელო ქსელში (ღილაკის ნომერი ყველა ქსელში განსხვავებულია, ამიტომ დახმარებისთვის მიმართეთ თქვენი საკაბელო ქსელის ოპერატორს)

გვიპოვეთ, დაგველოდეთ და გვიყურეთ! მთავარი ხართ თქვენ!" - აღნიშნულია განცხადებაში.


0
177
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0