x
image
ეკა ლაცკა
"ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ" - დიმიტრი უზნაძე - რა აკლია ქართველს?
image

დიმიტრი უზნაძე (1886-1950 წწ.) ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აკადემიკოსი გახლდათ.

ის არის მსოფლიო რანგის მეცნიერი, მსოფლიოში ცნობილი ორიგინალური მეცნიერული თეორიის – განწყობის თეორიის შემქმნელი.

უზნაძის სამეცნიერო შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე, მისი ნაშრომები ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს.


რა აკლია ქართველს? - ამ, ალბათ, ყველა დროის კითხვას, ის თავისებურ ახსნას უძებნის და რომელიც შემდეგში მდგომარეობს:


image

...

“ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავთარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს;

მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა…

პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა…

ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება- ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს.

image

პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის;

დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება…

ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით.

image

საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია;

უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს.

აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული.

image

ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ,

და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”.

0
3488
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
3488
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0