x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ფორსაჟის“ გადაღებების გამო თბილისსა და რუსთავში დაკეტილი ობიექტები დღეში 800 ლარს მიიღებენ
image


ფორსაჟი 9-ს გადამღები ჯგუფი იღებს ვალდებულებას, ქალაქებში თბილისსა და რუსთავში ფილმის გადაღებების გამო, გადასაღები მოედნების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე დროებით დაკეტილ სავაჭრო ობიექტებს კომპენსაცია გადაუხადოს. ცნობილია, რომ თითო გაცდენილ დღეზე ასეთი ობიექტები „UNIVERSAL PICTURES“-სგან 800 ლარს მიიღებენ.


კომპენსაციას ის ბიზნეს სუბიექტები მიიღებენ, რომლებიც იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც გადაღებების გამო მოძრაობა დაიკეტა. მათ გადამღებ ჯგუფთან შეთანხმება უკვე გააფორმეს.


თბილისში "ფორსაჟი 9"-ის (Fast and Fourious) გადაღებები მიმდინარეობს. გადაღებები საქართველოში 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. „Fast and Furious 9“ ეკრანებზე 2020 წლის 20 მაისს გამოვა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ვინ დიზელი და მიშელ როდრიგესი.


.


0
88
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0