x
image
ელენე გუმა
" ხო არ გაკლიათ? 2011 წლიდან თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი"
image
ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გავრამია სოციალურ ქსელში პროკურატურის ახალ ბრალდებას ეხმაურება.


მისი თქმით, ბინის ეპიზოდს თავზე გადაალეწავს და დანარჩენი კი ბოდვაა და უკვე დაასაბუთა.


"ბინა გაყიდა და ფული არ ქონდაო? - უკაცრავად, მართლა ხო არ გაკლიათ? 2011 წლიდან თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე. რას ქვია, ფული არ მქონდა? იმიტომ გავყიდე, რომ უფრო დიდი მეყიდა (რაც საბოლოოდ ვერ შევძელი, სამწუხაროდ).

ფული არ შეუტანია ინტერმედიაშიო? - უკაცრავად, კიდევ ერთხელ ხომ არ გაკლიათ. მართლა ბოლო სტადიაში გახვედით და რაღაზე გელაპარაკოთ, რა აზრი აქვს? მე როგორც მითხრეს, ისე მოვიქეცი და საბუთიც არსებობს (აქ შემოიტანე, ბანკში ჩვენ წავიღებთ, შენ რომ არ იაროო). დანარჩენი სხვებს კითხეთ, ვინც გააფორმა ეგ დეტალები. მაგის ზედამხედველობა არც ჩემი კომპეტენცია ყოფილა და არც მაგის დრო მქონდა.


მოკლედ, ბინის ეპიზოდს გადაგალეწავთ თავზე. დანარჩენი რომ ბოდვაა კი დავასაბუთე უკვე."-წერ გვარამია.


„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას კიდევ ერთ საქმეზე წარედგინა ბრალი.

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას კიდევ ერთ საქმეზე წარედგინა ბრალი. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ასევე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახაბერ დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის ბრალდების შესახებ.

2 აგვისტოს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია დაიკითხა. მისი თქმით, გამოძიების მთავარი ინტერესია, რატომ ფორმდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. მოგვიანებით გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა.



0
304
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0