x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
“შეიძლება თუ არა საქართველოში არ იყოს სიღარიბე?..” ____ შეიძლება !!!!
მაგრამ აქ მამუკა ხაზარაძის წარმატების ფორმულა არ გამოგვადგება!!!!
თუმცა სრულიად ვიზიარებ ბატონი მამუკას ეკონომიკურ ხედვებს:_ მეტი დროის და სივრცის გამონთავისუფლება ნიშნავს მეტი ფინანსების მოზიდვას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და ინვესტორების გაზრდას...

მაგრამ ეს ყველაფერი ვისთვის???
ასეულობით მილიონერი ინვესტორი რომ შემოვა ქვეყანაში და ბიზნესით ფულს აამოძრავებს, ქართველ ხალხს რა ამით??
შედეგად მივიღებთ დოლარის გაიაფებას და მეტ სამუშაო ადგილებს... საქართველოში არ იქნება მატერიალური სიღარიბე, მაგრამ იქნება გონებრივი სიღარიბე! ერი დარჩება ისეთივე გამოთაყვანებული, როგორიც დღესაა!!
ქართველს მოუწევს თავის ქვეყანაში იაფ მუშახელად მუშაობა სხვისი ბიზნესის ასაყვავებლად, მისი გონებრივი სიღარიბე ვერასოდეს მართავს ფულს, დროს, ბიზნესს, რისკებს და ურთიერთობებს საქმიან ხალხთან!!!
სიღარიბის დაძლევა არ ნიშნავს მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნას!!!
სიღარიბე დაიძლევა მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 70% ისწავლის ფულის და ადამიანური რესურსების მართვას... ეს კი შეუძლებელია უბრალო, იაფი მუშა ხელის პირობებში!!! ამით ბატონი მამუკა თავის იდეის წარმატებას გვახვევს თავზე და არა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით ცდილობს სიღარიბის დაძლევის გამოსავლის ფორმულა გვაპოვნინოს...

სათაური ძალიან მომეწონა, პრეზენტაციაც ძალიან მომხიბვლელია, მაგრამ შემდეგ გადავხედე კომენტარებს და გავოგნდი... ადამიანები ითხოვენ ფულს!!! უბრალოდ მუქთახორულად ითხოვენ ფულს!!! პენსიების მომატებას, ქვეყნის მილიონერების ქონების ღატაკ ხალხზე გადანაწილებას და ა.შ...
როგორ გინდა ასეთი შეგნების ხალხში დაამარცხო სიღარიბე?!.... ის, რასაც ვიდეო პრეზენტაციაში ყვება საინტერესოა, ეფექტურიცაა და მომგებიანიც, მაგრამ არა ქართველ ხალხთან ერთად!!!
ეს შეუძლებელია!!!
ქართველი ერი არაა ჯერ მატერიალური სიმდიდრისთვის მზად!!!

სიღარიბის დაძლევა ვისაც მართლა სურს, ჯერ ქართველების გონებრივ განვითარებაზე უნდა იზრუნოს:


ქართველს უნდა ასწავლო _ დამოუკიდებლად აზროვნება!

ქართველს უნდა ასწავლო _ რას ნიშნავს თავისუფლება!

ქართველს უნდა ასწავლო _ რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიები!

ქართველს უნდა ასწავლო _ დისციპლინა!

ქართველს უნდა ასწავლო _ ურთიერთ პატივისცემა!

ქართველს უნდა ასწავლო _ სიყვარულის, მზრუნველის ენით საუბარი!

ყველაფერი ამის შემდეგ ქართველს უნდა ასწავლო _ ფულის მართვა, რისკების მართვა, საკუთარი დროის სწორად გამოყენება, ადამიანური რესურსების მართვა, შიშის მართვა, ეჭვებისაგან გამონთავისუფლება, მიზნების დასახვა, ზრუნვა და განხორციელება მათი, ადამიანებთან სწორი სტრატეგიული საუბრები, თავმდაბლობა, თავაზიანობა, თვითდისციპლინა და დაუზარელი შრომის ფასი!!!!!!!!

მხოლოდ ამ გონებრივი ღირებულებების გამდიდრების შემდეგ შესაძლებელია სიღარიბის დაძლევაზე ფიქრი იყოს ეფექტური!!!!!

წარმატების ფორმულა გონებრივი ღირებულებების ამაღლებით უნდა დავიწყოთ, თუ მართლა გვინდა რომ სიღარიბე დავამარცხოთ და არ გავხდეთ სხვების გამოყენების იაფი მუშა ხელის რესურსი, საითაც ამ პრეზენტაციაში ბატონი მამუკა მიგვერეკება!!!!!!

საქართველოში სიღარიბის დაძლევა შესაძლებელია!!!!!!

მაგრამ არა ბატონი მამუკას შემოთავაზებებით.

ერი რომელიც მუქთახორულად ითხოვს ფულს, ვერასოდეს დააღწევს თავს სიღარიბეს!!!!

გონებრივ განვითარებასა და ღირებულებების ამაღლებასთან ერთად უნდა მოხდეს ერის მატერიალური სარგებელიც.
მატერიალურმა შემოსავლებმა რომ დააინტერესოს ქართველი კაცი და დაიწყოს ზრუნვა დამოუკიდებლად განვითარებაზე. პარალელურად კი მიიღოს შემოსავლები განვითარებასთან ერთად.

ამიტომ, მაღალი ტრიბუნიდან როდესაც საუბრობენ პოლიტიკოსები, რომლებსაც “მოსახლეობის ბედი ასე ადარდებთ”...
ვურჩევდი მათ, რომ:__

ხმამაღლა ისაუბრონ მსოფლიოში აპრობირებულ სისტემაზე, მცირე ინტელექტზე გათვლილ და მცირე შემოსავლების, დაბალი ფენის ადამიანებისათვის შესანიშნავი შანსის მიცემის შესახებ, სადაც რეალურად ეძლევათ ყველას შანსი გაიჩინონ დამოუკიდებელი შემოსავლები, დაამარცხონ სიღარიბე და ამავდროულად თანდათან გამოიმუშაონ ჩვევები, რაც მოსახლეობის გონებრივ გამდიდრებას, სტანდარტების ამაღლებას, მუშაობის გაუმჯობესებას გამოიწვევს პრაქტიკული გამოცდილებებით.

სადაც ადამიანები ისწავლიან: __ ფულის მართვას, ეჭვებისაგან განთავისუფლებას, ურთიერთ ნდობას, პატივისცემას, საკუთარი სამუშაო საათების დაფასებას, რისკების მართვას, დისციპლინას და გახდებიან შედეგზე ორიენტირებულნი...

მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია მაღალი ტრიბუნიდან და ჩადონ სამოქმედო პროგრამაში კანონპროექტი _____ ქსელური მარკეტინგის შესახებ !!!!!!!!!

გონებრივი განვითარების შემდეგ ვნახოთ, ამ გამოქვეყნებულ პრეზენტაციას რა კომენტარებს დაუწერენ ქართველები ქვეშ.... ერის სირცხვილია ის კომენტარები რასაც ქართველი ხალხი ითხოვს და ელის მდიდარი ხალხისგან დღეს!!
თუ საქართველოში სიღარიბის დაძლევა გინდა კუჭიდან ფიქრი არ უნდა დაიწყო, ჯერ თავი უნდა განავითარო, თავი!!!!

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:აკო
აკო
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0