x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"მოდით, ძმებო ნატრულო, გულს დაგიფენთ ბილიკად!.."-ფერეიდნელი ქართველები საქართველოს საზღვარს უახლოვდებიან!..
ფერეიდნელი ქართველები შაჰრამ ონიკიძე, ომიდ გოგონანი და ისმაილ რაჰიმი საქართველოში უკვე ძალიან მალე იქნებიან. მათი მეგობარი პროფესორი ტარიელ ფუტკარაძის ინფორმაციით "ფერეიდნელი ლომები" წითელ ხიდზე იქნებიან სამშაბათს, 10 სექტემბერს, რაიმე გაუთვალისწინებელი დაბრკოლება თუ არ გამოჩნდა, მოგვიწოდებს გავხდეთ ეროვნული მუხტის თანაზიარნი, თუ ყველანი ვერ მოვახერხებთ წითელ ხიდზე ჩასვლასა და მათთვის საზეიმო დახვედრის მოწყობას, შეგვიძლია მივესალმოთ სხვადასხვა ქალაქსა და დაბაში: რუსთავი, თბილისი, გორი, ქუთაისი, მარტვილი, ქობულეთი, ბათუმი, შუახევი; თბილისში ფეხით ჩამოსულ "ლომკაცებთან" ერთად უკვე მანქანით შემოივლიან საქართველოს.



image


ასევე იგეგმება შეხვედრები: -ქართულ უნივერსიტეტში (თბილისი, ჭავჭავაძის 53ა);

- პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან;


-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

-ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში,

-გასვლა დიდგორში, რადგან ეს აქცია მიეძღვნა დიდგორობას...


image

გავხადოთ ეს აქცია უფრო მაშტაბური, გაუზიარეთ ინფორმაცია თქვენს მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, მეზობლებს, შეიკრიბეთ და ერთად დახვდით მათ თქვენთვის სასურველ ქალაქში... გავხდეთ ერთიანი ეროვნული მუხტის თანაზიარნი, დავუფასოთ ეს გულწრფელი, უნიკალური აქცია ჩვენს ფერეიდნელებს.

არ დავკარგოთ დიდებული ადამიანები "უძეგლოდ!"



აქვე გიზიარებთ პოეტ მიხეილ ღანიშაშვილის ლექსს, რომელიც ფერეიდნელ ქართველებსა და მათ თავდადებას ეძღვნება:


შაჰრამ, ომიდ, ესმაილ -
სამი დიდი ქართველი,
ფერეიდნის მხარიდან
აფრენილი მართვენი.

როგორც ადრე, მანამდე,
შაჰინი და არია,
ძველი სამშობლოსკენ
ფეხით მოიჩქარიან.

სპარსეთიდან მოდიან,
მთვარემ გამოაცილათ,
მოყვებიან მზის სხივებს -
გულის დამწველი ცხრა ცირას.

გზას - უდაბნოს გოლგოთას -
ოთხასი წლის მიღმა ვით,
გავლილს წინაპრებისგან,
მოგონებით ნიღბავენ.

ცისარტყელაც გამოვლეს,
ბახტრის კლდენიც გულცივი,
ახლა მშვიდად არიან,
საქართველო უცინით.

გრძნობა გულში ნანახი
ბაგეზე არ ეტევათ,
ექვსი მუხლი მაგარი
მთა-ბარს მოეხეტება.

ორი ათას კილომეტრს,
ოცდაათ დღის ილაჯად,
სამი გმირი პოემის
დაუღლელად მილაჯავს.

მოვლენ, მოეფერება
ივერია ტანჯულებს,
ისტორიის მათრახით
გაყრილ-გადაქაჯულებს.

სამივ ჩვენი გენია,
სამივ ჩვენი სისხლია,
ჩვენი ღვიძლი ძმებია,
ჩვენებური ნიხრი აქვთ.

მოდით, ძმებო ნატრულო,
გულს დაგიფენთ ბილიკად,
რეკს წარსულის ეპიკა,
თრთის მყოფადის ლირიკა.

გელით დედა-სამშობლო,
გელით ილტოსპირელი,
ჟღერს გმირობის ლეგენდა
თქვენი გასაკვირველი.

1
276
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
276
  
2019, 10 სექტემბერი, 0:27
შეხვედრა ფერეიდანიდან ფეხით წამოსულ ვაჟკაცებთან:
ხვალ, 10 სექტემბერს, დილით 12.00 საათზე წითელ ხიდთან;
ხვალ, 10 სექტემბერს, საღამოს 18.00 საათზე რუსთავში, რუსთაველის 30 -
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ქიმიკოსთა კულტურის სახლი).
0 1 1