x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნათია შათირიშვილი: ჰესების მშენებლობას სუფსის ულამაზესი ხეობა შეეწირება - უნამუსოდ ნუ გაყიდით ხეობას!
image

ჰესების მშენებლობა, საქართველოში, რომ პრობლემაა ამაზე არავინ დაობს, სახელმწიფოს პრიორიტეტი კი ჰესების მშენებლობაა ქვეყანაში და საკუთარი ელექტრო ენერგიის გამომუსავებაა. საზოგადოებას მოსახლეობის ბევრი პროტესტი ახსოვს ჰესების მსენებლობის ირგვლივ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათამდე ჰესის მშენებლობა სუფსის ხეობაშიც იგეგმება . რა გამოწვევების წინაშე დგას გურიის მოსახლეობა და რა დადებითი და უარყოფითი შედეგები ექნება მომავალში ამ ჰესებს, ამ თემაზე არასამტავრობო ორგანიზაცია გურულები რეგიონებისთვის ერტერთი დამფუზნებელი ქალბატონი ნათია სათირიშვილი გვპასუხობს.

ქალბატონო ნათია, რამდენად მწვავედ დგას ჰესების მსენებლობა გურიაში, რომელიც სუფსის ხეობაში იგეგმება?

ექსპერტების გათვალისწინების გარეშე, მეცნიერული დასკვნების უგულველყოფით ქვეყნის მასშტაბით როგორც მოგეხსენებათ დაწყებულია ჰიდრორესურსების მშენებლობა სამწუხაროდ საქართველოში ჰესების მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე მიმდინარეობს. რაც საგანგაშოდ მიიჩნევა და უკვე არაერთხელ აღინიშნა.


ეს გასაგებია იქნებ უკვე კონკრეტულად გურიის რეგიონზე გვესაუბროთ?

ჰესის მშენებლობას შეეწირა და დასამარდა თერგი, ვიცით რა ხდებოდა სვანეთში . ამჯერად კი სუფსის ხეობის ჯერი დადგა, რომელიც გურიის რეგიონში სურების მტებში იღებს სათავეს. იგი თავისი განუმეორებელი ლანდშაფტით უნიკალურია. ჰესის მშენებლობა შეუქცევად გავლენას მოახდენს მდინარეზე მათ შორის დაცულ ნაკადულის კალმახზე. ასევე მშენებლობის შედეგად ზიანი მიადგება და განადგურდება რეგიონში რამოდენიმე სოფელი რაც სავალალო შედეგს გამოიწვვს.ფაქტიურად სუფსის და გუბაზეულის უმშვენიერესი ხეობები განადგურდება .

რა მოსაზრება აქვთ ადგილობრივ მოსახლეობას?

რეგიონის მოსახლეობის უმრავლესი ნაწილი ჰესების მსენებლობას ეწინააღმდეგება, თუმცა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ინფორმაციის სიმწირე, ასევე არიან ხელმოკლენი და მათ გარკვეული სიკეტეების კეთების სანაცვლოდ ითანხმებენ.ფაქტიურად უნამუსოდ ყიდიან ხეობას.

რას გულისხმობთ სიკეთეების კეთებაში?

როგორც მოსახლეობა საუბრობს ფულად კომპენსაციებს სთავაზობენ მათ. ასევე სხვადასხვა მეთოდებით ითანხმებენ.

რა უარყოფითი გავლენები აკვს ჰესების მსენებლობას უფრო რომ დავკონკრეტდეთ?

თუ ინფორმაციებს ჰესების მსენებლობასთან დაკავშირებიით გადავხედავთ ასე გამომუშავებულ დენს სისხლიან დენსაც უწოდებენ. რადგან ტურბინებით დიდი რაოდენობის თვზი იღუპება.

ჰესის მშენებლებს ერთიანი მიდგომა აქვთ ყველგან გამოყენებული, 90 პროცენტის დევირაცია, მდინარის გადაგდება კაპლაპოტიდან და მხოლოდ 10 პროცენტის დაატოვება მდინარეში. წარმოგიდგენიათ სუფსის და გუბაზეულის მილში მოქცევა? ეს უკვე დანაშაულია...

ინვესტორები მოგების მისაღებად მდინარეებს მაქსიმალურად იყენებენ რაც ბუნებიისთვის საფრთხის შემცვლელია და დიდი კატასტროფის მომტანი ეკო სისტემისთვის.

რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს მოსახლეობას აღნიშნულა ჰესებმა?

ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს დაასაქმებენ ისიც დროებით და დაბალ ანაზღაურებად მუშებად.

რა აუცილებელი დეტალებია ჰესების მშენებლობის დაგეგმისთვის გასათვალისწინებელი?

ჰესების მსენებლობის დაგეგმისთვის აუცილებელია წყლისა და მყარი ნატანის კვლევების წარმოება, რაც ან არ არსებობს ან წლების წინანდელია. შესაბამისად არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია რა რაოდენობის წყლის აღება იქნებოდა ოპტიმალური გარემოსდაცვითი და ენერგეტიკული თვალსაზრისით.

სამწუხაროდ არავინ უხსნის მოსახლეობას რა უარყოფითი თვისებები აქვს ჰესებს მოსახლეობისთვის და გარემოსთვის. როგორც ცანს საქართველოს ვერცერთი კუთხე ვერ აცდება გარემო კლიმატის განადგურებას . დიდი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას რეგიონი. ჩვენ არასამტავრობო ორგანიზაციები ვცდილობთ მივაწოდოტ მეტი ინფორმაცია საზოგადოებას და უარი ვუთხრათ ჰესების მსენებლობას იმ ადგილებსი სადაც მისი მშენებლობა ზიანის მეტს არაფერს მოგვიტანს. საკითხი უნდა გადაწყდეს ხეობის და იქ მცხოვრები მოსახლეობის სასარგებლოდ, ვინც მხარს არ უჭერს ჰესების მსენებლობას. მათი ნების გამოხატვის საფუძველზე მხოლოდ და არა დასინების და შანტაჟის გზით მიღებული თანხმობის სანაცვლოდ. მოდით დაცლის პირას მისულ ხეობას და ისედაც სეჭირვებულ ხალხს ამ ტემით ნუ დავუპირისპირებთ ერთმანეთს.




0
154
შეფასება არ არის
ავტორი:saba burdiladze
saba burdiladze
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0