x
image
lady.ge
თქვენი თხოვნით! ჩაცმის სტილი და ზოდიაქო- ამჯერად უკვე მამაკაცებზე ვსაუბრობთ (ნაწილი მეორე)
image


სასწორი მამაკაცი, ისევე როგორც ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალი დაბადებიდან ესთეტი და გემოვნებიანია. სასწორისთვის სულერთი არასოდესაა რა აცვია, როგორ და რასთან შეხამებაში. მამაკაც სასწორებს უყვართ არასტანდარტული ფერის პერანგების (მაგ. ვარდისფერი, სალათისფერი, ყვითელი) ტარება ბიზნეს-შეხვედრების დროსაც კი. დიდ ყურაღებას უთმობენ პირად ჰიგიენას, სუნამოს შერჩევას და ა.შ



მორიელი სასწორისგან განსხვავებით გაცილებით ხისტ და მკვეთრად მამაკაცურ სტილს არჩევს ჩაცმისას. მორიელებს მოსწონთ მუქი ფერის მაისურები, კლასიკური თეთრი პერანგიც კი მათთან შავმა შეიძლება ჩაანაცვლოს. მოსწონთ ასევე აქსესუარები, (მაგ. საათი, ბეჭედი და ა.შ) თუმცა უგემოვნოდ მორიელი მსგავს აქსესუარს არასოდეს ატარებს.



რაც შეეხება მშვილდოსანს, მას გამორჩეულად სპორტული სტილით იცნობთ. თუ როლიკებზე არ დგას, ან სკეიტით არ მოძრაობს, მაშინ რომელიმე სპორტულ მანქანაში იქნება გამოჭიმული, დახეული ჯინსებით, კედებით და წარწერებიანი თეთრი მაისურით.მშვილდოსნისთვის მთავარი კომფორტია სამოსის არჩევისას. ამიტომ იგი ბევრ დროს არ კარგავს ამ საკითხზე ფიქრში.



image


თხის რქა კი პირიქით, ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე თუ როგორ გამოიყურებოდეს უფრო სოლიდურად. კირჩხიბის მსგავსად თხის რქა მამაკაცის გარდერობშიც აუცილებლად მოიძებნება ერთი მკაცრი სტილის კოსტუმი თავის ჰალსტუხით. თხის რქას არ უყვარს ექსპერიმენტები, ეს სამოსსაც ეხება, ამიტომ იგი სტანდარტულ ფერებს არჩევს როგორც წესი.




მერწყულისთვის სამოსს ალბათ მეათასეხარისხოვანი დატვირვთვა აქვს, ამ ქვეყნად იმდენი რამეა გაცილებით საინტერესო, სამოსზე რატომ უნდა დაკარგოს ძვირფასი დრო და ასეთივე ძვირფასი ფული? თან არც სტანდარტული ჩაცმულობა უყვართ მერწყულებს, შიშველ ფეხზე ამოცმული ლაქის ფეხსაცმელი, მკაცრ კოსტუმზე ბოტასი ან კედი ეს ყველაფერი მერწყულის სტიქიაა, ნუ გაგიკვირდებათ.



თევზ მამაკაცს რაც შეეხება, ჩაცმა მათთვის განსაკუთრებულ დატვირთვას არ ატარებს. თუ რომელიმე "სახელოვნებო" პლანეტის (მაგ. სასწორის) დიდ გავლენას არ განიცდის, თევზი მამაკაცი არათუ ჩაცმაზე წვერის გაპარსვა-თმის ვარცხნაზეც არ იდარდებს. თუ ვინმე დაუბანელ-გაუპარსავ-გაბურძგნული შეგხვედრიათ უთუოდ თევზი იქნება ზოდიაქოს ნიშნით.




3
452
5-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
452
  
2013, 22 აგვისტო, 13:30
ფეხშიშველზე ფეხსაცმელი,არა მაგრამ სხვა ვეთანხმები .. არ მიყვარს "ნორმების" დაკმაყოფილება ...
2012, 9 დეკემბერი, 18:51
:D :D თევზები :P
2012, 29 ივლისი, 15:25
+100000
0 1 3