x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ვიტყოდი არაადეკვატურიათქო,მაგრამ მეტია,არაადეკვატური ნაძირალაა!" - ნინო ჯანგირაშვილი ცქიტიშვილზე

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი დღეს, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, უჩვეულო რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიასა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს მასპინძლობდა. დეპუტატებმა დარბაზში დამონტაჟებულ მონიტორზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ვიდეო რგოლი - "გახარიას უხარია" აჩვენეს, რომელსაც ინფრასტრუქტურის მინისტრი თვალს ბედნიერი სახით ადევნებდა, მისი ასეთი რეაქცია შეუჩნეველი არავის დარჩენია: "ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იმ მომენტში, როცა უყურებს პარლამენტის მონიტორში გაშვებულ კადრებს 20 ივნისის ღამის სისასტიკის შესახებ. ვიტყოდი არაადეკვატურიათქო, იმიტომ რომ ამ ქალისთვის სერიოზული ეპითეტები მენანება.მაგრამ არაადეკვატურზე მეტია. ნაძირალა! არაადეკვატური ნაძირალა!" - დაწერა ფეისბუქგვერდზე ნინო ჯანგირაშვილმა.




0
813
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
813