x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ეკა აფშილავა და სიკო ჭუმბურიძე რუსთავი 2-ის „კომედი შოუში“ დაბრუნდნენ
image


სხვადასხვა დროს რუსთავი 2-იდან გაურკვეველი მიზეზებით წასული მსახიობები „კომედი ჯგუფს“ უერთდებიან. უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პოპულარული მსახიობები ეკა აბშილავა და სიკო ჭუმბურიძე, რომელიც „კომედი შოუს“ ერთერთი ძველი სახეები არიან, რუსთავი 2-ზე დაბრუნდნენ. ისინი განახლებულ „კომედი შოუში“ გამოჩნდებიან. ამის შესახებ მიშა ანდღულაძემ განაცხადა. აბშილავა და ჭუმბურიძე კომედი ჯგუფის სამუშაო თათბირს უკვე ესწრებოდნენ.


კომედი შოუში დაბრუნებული იუმორისტი სიკო ჭუმბურიძე განმარტავს, რომ ენერგიულად და შემართებით დაუბრუნდნენ საქმეს. მისი თქმით, აქცენტს ახალი პერსონაჟების შექმნაზე გააკეთებენ.


მიშა ანდღულაძეს სურს, რომ ხაზგასმით დააფიქსიროს და დიდი წარმატებებები უსურვოს „მთავარ არხს“, რადგან ერთი გუნდია და ისინი ემსახურებიან იუმორს.



კომედი შოუს გუნდი განმარტავს, რომ ახალ სეზონს სავარაუდოდ 21 სექტემბრისთვის დაუბრუნდებიან.


შეგახსენებთ, დღესვე ემოციური პოსტი მიუძღვნა გვარამიამ არხზე დარჩენილებს. ნიკა გვარამია რუსთავი 2-ში დარჩენილების რეაქციამ აღაშფოთა და ემოციური მიმართვა სწორედ ყოფილი თანაგუნდელების მისამართით გამოაქვეყნა.


რუსთავი 2-ში მყოფებს:


კარგი, 7 წელი რო დედა მოვიტყანი თქვენთვის, გკიდიათ, მარა

სირცხვილი მაინც არ გაქვთ, თქვენი დაშლილი არხი რო არ გადავხნათ, ამისთვის მეტის მოხერხება რომ ვერ შეძლეს, ხალხს რომ იჭერენ?


არ გრცხვენიათ სუსის და პროკურატურის ზონდერი დირექტორი და ვიღაც ორი ყლე რო გმართავთ?


არ გრცხვენიათ, ჩემი დაჭერის გარანტიით მოთრეული ნიუსის უფროსის (მანამდე რომ ჩაისვარა და ახლა ამით დაამშვიდეს)?


ვაფშე სად გახვედით, რა განზომილებაში? ან სულ თუ იქ იყავით, 7 წელი რანაირად ემსახურებოდით იმ ფასეულობებს, რომელსაც ემსახურეთ?!


მე მრცხვენია ნამდვილად, რომ ამას ვერ გამჩნევდით და თვალებანთებული ვიბრძოდი თქვენთან, როგორც თანამებრძოლებთან ერთად, “ - წერს გვარამია.

0
912
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
912
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0