x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რელიგია და ბიზნესი-რუსეთის საპატრიარქო საკუთარ ღვინოს გაყიდის
image

კომპანიამ, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიის საკუთრებაა, მიიღო ღვინის წარმოების და რეალიზაციის ლიცენზია.საეკლესიო ღვინო დამზადდება სოფელ დივნომორსკოეში, რომელიც კრასნოდარის მხარეში მდებარეობს, აქვეა ფეშენებლური სასახლე, რომელსაც "პატრიარქის რეზიდენციას" უწოდებენ.

image

ფოტოზე:რუსეთის პატრიარქის რეზიდენცია ქალაქ გელენჯიკის მახლობლად(სტავროპოლის მხარე)

image

ალკოჰოლური სასმელების ბაზრის რეგულაციის ფედერალურმა სამსახურმა 3 სექტემბერს გასცა ლიცენზია კომპანია "Мезыбь"-ზე, შპს "Мезыбь" დარეგისტრირებულია 2015 წელს საკურორტო ქალაქ გელენჯიკში(კრასნოდარის მხარე), რომლის ფინანსური -სამეურნეო 66, 7% წილი ეკუთვნის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილე I-ს, ხოლო დანარჩენი 33, 3% მხატვრულს-სამრეწველო საწარმო "Софрино"-ს, რომელიც საეკლესიო აღჭურვილობას ამზადებს.


"ეს არის ჯერჯერობით დახურული პროექტი"-განაცხადა პატრიარქის პრეს-მდივანმა ალექსანდრ ვოლკოვმა.მან ჯერჯერობით არ იცის, რომელის სახეობის ღვინო დამზადდება.


"არ ვფიქრობ, რომ რომ მასიური მარკეტი იქნება, ალბათ უფრო ექსკლუზიური ღვინო-როგორც ვთქვათ კათოლიკეებში რომის პაპის ღვინო, რომლის ყიდვაც ადვილი არ იქნება."-დასძინა ვოლკოვმა


ლიცენზია, რომელიც "Мезыбь"-მა მიიღო, უფლებას აძლევს ჩამოასხას ჩვეულებრივი და შუშხუნა ღვინო.




ექსპერტების თქმით ღვინო "Мезыби"დიდი ალბათობით ბაზარზე გამოჩნდება 2020 წელს, ახლანდელი 2019 წლის რთველის შემდეგ, "-აღნიშნა საინფომაციო ცენტრის WineRetail-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ სტავცევმა.


"ეკლესიის ჩამოსმულ ღვინოს თავისი მუდმივი კლიენტი ეყოლება"-ამბობს მეღვინე სტავროპოლიდან, კომპანია Uppa Winery-ს მფლობელი პაველ შვეცი.

image

imageფოტოზე: ვენახები სტავროპოლის მხარეში

1
107
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
107
  
2019, 7 სექტემბერი, 2:37
არადა გელენჯიკი მეგრულად გალენჯიხაა და ქართულად გარეთა ციხეს ნიშნავს.
0 1 1