x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"ჩვენი შვილი ირაკლისთვის, მისი ნათელი ხსოვნისთვის გააკეთე ეს" - წერილი, რომელიც მერაბ კოსტავამ მეუღლეს შვილის სიკვდილის შეტყობინების შემდეგ მისწერა
image
...
"ათამდე ზედამხედველი გასაკოჭ ხალათში გახვევენ.
გაბავენ სკამზე.
რამოდენიმე გაჯდება ფეხებზე.
დანარჩენები გიკავებენ თავს და მხრებს .
ცხვირში გიყრიან შლანგს, რომელიც ნესტოებზე განიერია.
თვალებიდან ცრემლები გდის, ცხვირიდან სისხლი.
ხრტილები გემსხვრევა, ქსოვილები კვდება...
ღმუილი გინდა, მაგრამ ყელში მილი გაქვს გაჩხერილი,
ვერცკი სუნთქავ, შლანგს კი გტენიან და გტენიან"....

- ეს შემზარავი მოგონება დისიდენტ ბუკოვსკის მიერ აღწერილი პროცესია გულაგებში მოშიმშილე პატიმრების იძულებით ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის დროს.

გულაგები, ეს შრომით-გამოსასწორებელი ბანაკების და კოლონიების მთავარი სამმართველო იყო საბჭოთა კავშირში.

გულაგში იმყოფებოდა მერაბ კოსტავაც. მან ამ გაუსაძლის პირობებში 120 დღე იშიმშილა.

imageფოტოზე : მერაბ კოსტავას მეუღლე რუსუდან ბერიძე და
შვილი ირაკლი კოსტავა


მერაბს შიმშილობის 90-ე დღე ქონდა, როდესაც მისი ვაჟის, ირაკლი კოსტავას დაღუპვის ამბავი შეატყობინეს.

ის სასჯელს კარცერში იხდიდა.
შიმშილისგან დაუძლურებულ - დაოსებული გამოიყვანეს მერაბი და შვილის სიკვდილი მიახალეს.
მერე კი ისევ კარცერში დააბრუნეს... საკუთარ უბედურებასთან...
image
ტრაგიკული ამბის გაგების შემდეგ, პირველი გამოხმაურება ეს წერილი იყო:
...

"გამარჯობა, რუსუდან...

გწერ წერილს და გისურვებ გამძლეობას და ამტანობას, ჩვენთვის ამ ყველაზე მძიმე დღეებში. მოიკრიბე ძალა და გაიათმაგე ნებისყოფა. არა მარტო მინდა ეს, გთხოვ კიდეც.
ისე ატარე ეს დიდი მწუხარება, რომ გააკეთილშობილოს ირგვლივ ყველაფერი.
ჩვენი შვილი ირაკლისთვის, მისი ნათელი ხსოვნისთვის გააკეთე ეს.
უკიდურესი სასოწარკვეთითა და უიმედობით ნუ ავნებ მის სახელს.

იმედი მაქვს შენ ამ ძალებს იპოვნი.

ვარ იგივე მდგომარეობაში.. შენ თვითონ გესმის, რომ ჩვენი უბედურების მიზეზი ჩემთვის ბნელით არის მოცული და ასე დარჩება, ვიდრე შევხვდებით.

შევხვდებით კი ოდესმე?!

გკოცნი, მერაბი..."
image
0
280
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0