x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
წყნარ ოკეანეში ნაგვის "კუნძული" სიდიდით სამი საფრანგეთის ტოლია
image

ნაგვის გროვის ფართობი წყნარ ოკეანეში საფრანგეთის ტერიტორიაზე სამჯერ უფრო დიდია, ასეთ პესიმისტური დასკვნა გააკეთეს მეცნიერებმა, იუწყება Scientific Reports-ი.



დაბინძურებულ მონაკვეთს 1, 6 მლნ.კვადრატული კილომეტრი უკავია, რომელიც უკვე სამჯერ აღემატება წინანდელ პარამეტრებს.შეგახსენებთ, "ნაგვის კუნძული" ჯერ კიდევ 1980-იან წლებში აღმოაჩინეს.

image


ჩვეულებრივ "კუნძული" მიწაზე განთავსებული ნაგავსაყრელისგან განსხვავებით თავიდან შეიძლება ვერც შეამჩნიოთ, პლასტიკატი გარდაიქმნება ტრილიონობით წვრილ ნაწილებად, რომლის შემჩნევაც ზოგჯერ ძნელია.მათი საერთო მასა მიახლოებით 87 000 ტონაა.

image

image

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ნაგვის 46% არის მებადურის ბადეები, ბოთლები და კონტეინერები, სხვათაშორის ზოგიერთი თარიღდება 1970-იანი წლებით, პლასტიკატი უდიდეს საფრთხეს უქმნის ოკეანის ეკოსისტემას და როგორ ვებრძოლოს მას, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული გეგმა არ არსებობს.

image

მარტო ამა წლის ივნისში ჰავაის და კალიფორნიას შორის ოკეანემ გამორიყა 40 ტონა ნაგავი და ეს სულ რაღაც ერთ თვეში, მის გაწმენდაში მონაწილეობდნენ ამერიკელი მეცნიერები და ეკოაქტივისტები, ნაგვის ძირითადი მასა იყო პლასტიკატის ბოთლები, ბავშვის სათამაშოები და ავეჯის ნაგლეჯები.

image

საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ლიდერი პოზიცია უკავია ნაგვის ნარჩენებით, ყოველწლიურად ამ ქვეყანაში საშუალოდ175 მილიონი ტონა იყრება.

image


0
1307
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0