x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედოფლისწყაროში უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნება
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იურიდიული კაბინეტი მოსახლეობის იმ ფენას მოემსახურება, რომელთაც სხვადასხვა დროს ადვოკატის დახმარება და იურიდიული კონსულტაცია ესაჭიროება, შესაბამისი ფინანსური სახსრები კი არ გააჩნია.


როგორც ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადა, უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება და ამისათვის შესაბამისი ოთახები უკვე გამოიყო. სულ მალე ადგლობრივი სოციალურად დაუცველი ფენა შეძლებს უფასო იურიდიული მომსახურება მიიღოს.


„მოგეხსენებათ, ადვოკატის მომსახურება, ან იურიდიული რჩევები მოსახლეობის გარკვეული ფენისთვის არც ისე ხელმისაწვდომია. ხშირია შემთხვევა, როცა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ფინანსური პრობლემების გამო არ ჰყავთ ადვოკატი და საკუთარი ქონებრივი, თუ სხვა სახის უფლებების დაცვა უჭირთ. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სწორედ ასეთ კატეგორიას, რომელთაც იურიდიული დახმარება ესაჭიროებათ და სულ მალე მათთვის ასეთი ცენტრი მერიის შენობაში გაიხსნება, “ - აღნიშნავს ნიკოლოზ ჯანიაშვილი.



ადმინისტრაციული შენობის ფართის გადაცემის შესახებ დეპუტატებმა საკრებულოს 5 სექტემბრის სხდომაზე იმსჯელეს. დედოფლისწყაროს საკრებულომ თანხმობა მისცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, რათა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობის ორი ოთახი დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადასცეს სსიპ “იურიდიული დახმარების სამსახურს“, რომელიც აღნიშნულ ფართში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის საკონსულტაციო ცენტრს განათავსებს.

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0