x
image
lady.ge
თქვენი თხოვნით! ზოდიაქოს ნიშანი და ჩაცმის სტილი - ამჯერად უკვე მამაკაცებზე ვსაუბრობთ
imageქალებზე რომ ვწერთ მამაკაცებმა რა დააშავეს ვითომ? ჰოდა ამჯერად თქვენი თხოვნით, რუბრიკაში "ზოდიაქოს ნიშანი და ჩაცმის სტილი" მამაკაცების გემოვნებაზე ვისაუბრებთ


დავიწყოთ ვერძით. ვერძ მამაკაცებს, ისევე როგორც ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალებატონებს, ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ. აქედან გამომდინარე, მამრი ვერძები მაქსიმალურად ცდილობენ რომ სამოსიც ისეთი შეარჩიონ, რომლის მეშვეობითაც საპირისპირო სქესის ყურადღების მიპყრობა არ გაუჭირდებათ. ამიტომ ხშირად ნახავთ ვერძს ტანზე მოტმასნილ ელასტიურ მაისურში (ნავარჯიშევი კუნთები ხომ უდნა დაანახოს მანდილოსანს?), ტატუირებული სხეულიც არაა უცხო ვერძისთვის. მას ხომ საკუთარი თავი ყველაზე მეტად უყვარს, ამიტომ მონდომებით "ალამაზებს" კიდეც.

image



რაც შეეხება კუროს, კურო მამაკაცების დიდ ნაწილს, მაინც და მაინც დახვეწილი გემოვნება არ გააჩნია. კურო ბუნებით კონსერვატორია. რაც მოდაშია, ბრენდულია და ძვირია ის მოსწონს.განსაკუთრებით უყვართ მამრ კუორების ოქროს სამაჯურ-სამკაულები. მკვეთრი ფორმის სათვალეები და სუნამოს უზომო რაოდენობა.




ტყუპი მამაკაცისთვის კი სამსოსს ერთი უმთავრესი დატვირთვა გააჩნია, უნდა აუცილებლად უნდა იყოს კომფორტული. ტყუპებს უყვართ ნახევრად სპორტული სტილის სამოსი. ჟილეტები, ქურთუკები, კედები, ჩარუხები.. ეს ყველაფერი ტყუპი მამაკაცის სტილია. არანაკლებ უყვართ კეპები და სხვადასხვა სახის ქუდები.

image


რაც შეეხება კირჩხიბს, ალბათ ძნელად მოიძებნება ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი, რომელსაც გარდერობში თუნდაც ერთი მკაცრი სტილის შარვალ-კოსტუმი არ ექნება ჩამოკიდებული. კირჩხიბს ძალიან მოსწონს აკადემიური სტილის ჩაცმულობა, დიდ ყურადღებას აქცევს სამოსის ხარისხს და ურჩევნია ჰქონდეს ერთი და ხარისხიანი, ვიდრე ბევრ უსარგებლო ნივთში დახარჯოს ფული რომელიც ასე ძალიან უყვარს.


ლომისთვის ჩაცმა-დახურვის საკითხი, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ცხოვრებაში. ლომი ბუნებით მეფეა, აქედან გამომდინარე, განა შეიძლება მეფე მოხეტიალე ბოშასავით გამოიყურებოდეს? არამც და არამც. ამიტომ ლომი კოლოსალურ თანხებს ხარჯავს, როგორც წესი საკუთარი თავის მორთვა-მოკაზმვაზე. ძვირფასი მასალისგან შეკერილი სამოსი, არანაკლებ ძვირფასი სუნამო, აქსესუარები აი ლომის ყველაზე დიდი სისუსტე.


რაც შეეხება ქალწულს, ამ კაცს გემოვნება ნამდვილად აქვს. მან კარგად იცის სად, რომელ მაღაზიაში უნდა იყიდოს ხარისხიანი სამოსის. მაგრამ არ იცის როგორ ატაროს ის ისე რომ ყველამ შეამჩნიოს მისი იმიჯის თავიდან ფეხებამდე ბრენდულობა. ქალწულს სადად და პრაქტიკულად ჩაცმა უყვარს, თუმცა მას რომ "ძენიას " კოსტუმი აცვია, შესაძლოა გარშემომყოფებისთვის ეს ასი წელი შეუმჩნეველი დარჩეს. ნუ მან ხომ იცის რაც მთავარია?



3
582
4-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
582
  
2013, 3 აპრილი, 6:13
ხო სიმართლეა :D:D:D მარა ხშირ შემტხვევაში შეუმჩნვიათ კიდეც :D:D:P:P
2012, 29 ივლისი, 14:49
გეთანხმებიი
2012, 29 ივლისი, 14:49
მადლობააა
0 1 3