x
მეტი
  • 21.09.2019
  • სტატია:94937
  • ვიდეო:342643
  • სურათი:456964
«წითელი და შავი» – ფერთა სიმბოლოები და 50 ულამაზესი ფოტო

წითელი ფერისადმი ინტერესს ადამიანები ძველთაგანვე იჩენდნენ. ბევრ ენაში ერთი და იგივე სიტყვა აღნიშნავს ამ ფერს და საერთოდ, ყველაფერ ლამაზს, მშვენიერს. პოლინეზიელებისთვის სიტყვა «წითელი» – «შეყვარებულს» ნიშნავს. ჩინეთში გულწრფელ და პატიოსან ადამიანზე ამბობენ, რომ მას «წითელი გული» აქვს. ხოლო, მზაკვარზე – «შავი გული» აქვსო.

წითელი ფერი, უპირველეს ყოვლისა, სისხლთან და ცეცხლთან ასოცირდება. მისი სიმბოლური დანიშნულება კი, მრავალფეროვანია. ის არის სიხარულის, სილამაზის და სიყვარულის სიმბოლო. მაგრამ, ამავდროულად, მას მტრობასთან, შურისძიებასთან და ომთან აიგივებენ.


image


შავი, როგორც წესი, უბედურების, მწუხარების, გლოვის, სიკვდილის, ცოდვის და სიცარიელის სიმბოლოა. რადგან შავი ფერი ყველა სხვა ფერს შთანთქავს, ასევე უარყოფას და სასოწარკვეთასაც გამოხატავს. ის თეთრის საპირისპირო ფერს წარმოადგენს და ყოველგვარი უარყოფითის სიმბოლოდ ითვლება. ტრადიციულად, შავებში, უარყოფითი პერსონაჟები არიან ჩაცმულები, რომელთა გამოჩენა, სიკვდილის მომასწავლებელია. ეს ჩვენს რეალობაში, მაგრამ მეორეს მხრივ, მაგ., ეგვიპტეში და აღმოსავლეთის ბევრ კულტურაში, შავი ფერისადმი დადებითი დამოკიდებულება აქვთ – ის აღდგომასთან, რეიკარნაციასთან და ახალი ცხოვრების დაწყებასთან ასოცირდება.

დიზაინერებისთვის შავი ფერი ტილოს ფუნქციას ასრულებს, რომლითაც ისინი შედევრებს ქმნიან. შავი ყოველთვის იყო და რჩება მოდურ კონსტანტად, – ყოველ ჯერზე, როდესაც პოდიუმზე შავი კაბა ჩდება, მოდის ექსპერტები ამბობენ, რომ «ეს ახალი შავია», რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კლასიკაა და მოდიდან არ გამოვა.

ასე, რომ, შავს, ისევე როგორც წითელს, უარყოფითი დატვირთვაც აქვს და დადებითიც. ხოლო ამ ორი ფერის კომბინაციით ულამაზესი ფოტოების შექმნა შეიძლება.

image

image

image
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage








0
37
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0