x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სავალდებულო გაწვევის შესახებ ( კონცეფცია ) - იმედია მოვა ისეთი დრო, როდესაც ბა ბა ბა ბა-ს არ დააძახებინებენ ჯარისკაცებს, სწავლებაზე...
image

სავალდებულო გაწვევის შესახებ ( კონცეფცია )

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობა არათუ თანხმდება, არსებული სავალდებულო გაწვევის სისტემის აბსურდულობის შესახებ, არამედ უკვე უაღრესად დატანჯულია, განსაკუთრებით ახალგაზრდობა.

ფაქტიურად თანამედროვე გაწვევის სისტემა არის ანტიკონსტიტუციური, რომელიც არღვევს თითოეული მოქალაქის უფლებებს, როდესაც იწვევენ ერთი წლით, როგორც უფასო მონას და აყენებენ "ვიშკაზე" ან სადმე სხვაგან იყენებენ, როგორც უფასო მუშა ხელს, ამას გარდა ამგვარი სისტემა არღვევს ქალისა და კაცის თანასწორობის იდეასა და კონსტიტუციურ უფლებას, რადგან ქალი არის პრივილიგირებულ მდგომარეობაში, ვინაიდან გოგოებს არ იწვევენ, ხოლო ახალგაზრდა ბიჭები ერთ წელიწადის ვადით კარგავენ, კარიერული თუ სხვა განვითარების საშუალებას, მაშინ როდესაც გოგოებს არანაირი პრობლემა არ ექმნებათ, რაც რა თქმა უნდა შრომის ბაზარზე ქმნის ქალთა პრივილიგირებულ მდგომარეობას, აღარ ვამბობ ქალისა და კაცის თანასწორობის იდეის უხეში დარღვევის ფაქტს.


ვინაიდან და რადგანაც, თანამედროვე ქართული ჯარი უაღრესად სუსტია ( ალბათ ამაზე სუსტი ჯარი, მხოლოდ დაშლილი საქართველოს დროს თუ გვყავდა ) და განაგრძობს დეგრადაციას ( ბოლო წლების მანძილზე სამხედრო სიძლიერის თვალსაზრისით 4 პუნქტით ჩამოვქვეითდით ), მითუმეტეს საცოდაობაა და დანაშაულია, იმის გაფიქრებაც კი, რომ სამხედრო კონფლიქტის დროს შესაძლებელია რეზერვის ფრონტზე გადასროლა, რაც იქნება სახელმწიფოს დანაშაული ერის წინაშე, რადგან თანამედროვე უუნარო რეზერვისტი განწირულია სწრაფი განადგურებისთვის, შესაბამისად ახალგაზრდა რეზერვისტის "სახორცე მასალად" გამოყენება ფაქტიურად ერის გენოციდის ტოლფასია, რადგან ისედაც დემოგრაფიული კრიზისის პირობებში მყოფი ერისთვის, ახალგაზრდა თაობის განადგურება კატასტროფულად დამთავრდება.

შესაბამისად საჭიროა არსებული სიტუაციის სასწრაფო რეჟიმში რეფორმირება, მე პირადად გამოვყოფ 3 ვარიანტს:

1. ისრაელის კონცეფცია - ისრაელის კონცეფციის მიხედვით 18 წლის ასაკში, ყოველი ისრაელის მოქალაქე ( მათ შორის ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს ), ვალდებულია გაიაროს 32 თვე კაცმა და 24 თვე ქალმა, სავალდებულო სამხედრო სწავლება. მოწვევის შედეგად მიმდინარეობს მათი გადარჩევა და უნარების მიხედვით სხვადასხვა სამხედრო სფეროში გადანაწილება. მაგალითად: მათემატიკური უნარების მქონე წვევამდელს აგზავნიან IT განყოფილებაში, სადაც მიმდინარეობს მისი სწავლება, უფრო მეტიც გამორჩეულ წვევამდელებს სთავაზობენ სამხედრო სფეროში დარჩენასა და უფორმებენ კონტრაქტს.

2. ამერიკული კონცეფცია - ამერიკული კონცეფცია დგას ორ ფაქტორზე: პირველია საკონტრაქტო სამსახური, მაღალი ხელფასებითა და სხვადასხვა შეღავათებით და მეორე იარაღის ლეგალიზაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია იარაღის ლეგალიზების თემა, რადგან იარაღის ლეგალიზების შემთხვევაში მოსახლეობა თვითონ ყიდულობს იარაღს, თვითონ უვლის მას და თვითონ სწავლობს მის მოხმარებას, მრავალი წლის მანძილზე. შესაბამისად სახელმწიფოს მნიშვნელოვნად უმცირდება დანახარჯები, ხოლო გამოთავისუფლებული თანხები შეუძლია გადაიტანოს სხვა უფრო პრიორიტეტულ სამხედრო სფეროებში, ამას გარდა შეიარაღებულ მოსახლეობას შეუძლია გაცილებით ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს თავდამსხმელს, ვიდრე ამას არსებული რეზერვი განახორციელებს.

3. ჩემი ხედვა - ჩემი აზრით საქართველოში საჭიროა მცირე, უაღრესად მობილური და მაღალტექნოლოგიური ჯარისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, რადგან მომხვდურს უბრალოდ პოტენციური დანაკარგების გამო არ უღირდეს საქართველოზე თავდასხმა. რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, უნდა არსებობდეს ყველასათვის სავალდებულო ბანაკები ( ქალებისთვისაც ), სადაც მოსახლეობა გაივლის თვითგადარჩენის, სამხედრო იარაღის, ომის შემთხვევაში მოქცევისა და სხვა საჭირო თემებს, ოღონდ ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სხვადასხვა ლექციების, შეჯიბრებების, თამაშებისა და სხვა მსგავსი ფორმებით, რის შედეგადაც ახალგაზრდები შეისწავლიან ბევრ საბაზო ინფორმაციას ( მაგ: ტყეში საკვების მოპოვების ) და შეიძენენ ისეთ უნარებს როგორიცაა, მაგ: გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარები. ამგვარი სავალდებულო გაწვევა იქნება უაღრესად მიმზიდველი ახალგაზრდებისათვის, ( როგორც აშშ-ში ბოისკაუტების ბანაკები ), რადგან ამგვარ სწავლებას თან ახლავს სიამოვნება/ინტერესი, ხოლო მიღებული უნარები გამოადგებათ სამოქალაქო ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, მათ შორის პროფესიულ ზრდაში.

იმედია მოვა ისეთი დრო, როდესაც ბა ბა ბა ბა-ს არ დააძახებინებენ ჯარისკაცებს, სწავლებაზე...

image
0
107
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0