x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რვეულების ახალი და მრავალფეროვანი კოლექცია "ბიბლუსში"
image

სკოლებში სწავლის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. წინდახედულმა მოსწავლეებმა და მშობლებმა წინასასკოლო საყიდლებზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. მით უმეტეს, რომ წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" სასკოლო ინვენტარის სრული კოლექცია უკვე წარმოდგენილია, თანაც განსაკუთრებული ფასდაკლებით.



მთავარი სასკოლო ნივთები სახელმძღვანელოები და რვეულებია. ამჯერად თქვენს ყურადღებას რვეულებზე შევაჩერებთ, მით უმეტეს, რომ "ბიბლუსმა" რვეულების ახალი კოლექცია წარადგინა, ასე რომ ყველა გემოვნებისა თუ ინტერსების მქონე მოსწავლე შეარჩევს მისთვის სასურველ დიზაინს.



"ბიბლუსში" რვეულების გარეკანის დიზაინი თემატიკის მიხედვით სხვადასხვაა: სპორტი, ხელოვნება, მუსიკა...



წარმოგიდგენთ 5 განსხვავებული ვიზუალის ყდის რვეულს, რომელიც დავალებების მომზადების პროცესს გაცილებით სასიამოვნოსა და მხიარულს გახდის.


მანქანები


image

მანქანების მოყვარულებს "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში მთელი მსოფლიოს ბრენდების მანქანების გამოსახულებიანი რვეულები ელოდებათ. ასეთი ყდის რვეულებს ირჩევენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ მოძრაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი აქვთ. სხვადასხვა ბრენდის მანქანის გამოსახულებიანი რვეულები მანქანების მოყვარულებისთვის სწავლის პროცესს გაცილებით სასიამოვნოს გახდის.


მუსიკა


image

ყურსასმენები, ნოტები, აიპოდი, რომელიც სიმღერებით არის სავსე - მუსიკის მოყვარულებს მსგავსი გამოსახულებების რვეულები ნამდვილად უნდა ჰქონდეთ, რათა მათი საყვარელი მელოდიები მაშინაც კი მათთან იყოს, როცა მოსმენას ვერ შეძლებენ. მუსიკის აქსუარების გამოსახულებიანი რვეულები, რომლებზეც სამოტივაციო ფრაზებიც წერია, გარდატეხის ასაკის მქონე ბავშვებისთვისაც კარგი არჩევანია, რადგან ამ დროს ბევრი მათგანი სწორედ მუსიკაში ეძებს და პოულობს თავის შეკითხვებზე პასუხს.


სპორტი...


წაიკითხეთ სტატია სრულად და ნახეთ სხვა ფოტოები

0
11
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0