x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ეს იტალიური სილამაზის კონკურსი არ არის"-სკანდალი "მის იტალიის" კონკურსზე
image

"ეს იტალიური სილამაზის კონკურსი არ არის"-აღშფოთებული გაიძახიან იტალიელები, "გეყოთ რასიზმის პროპაგანდა"-ასე პასუხობენ კონკურსის ირგანიზატორები.


სკანდალით მიმდინარეობს "მის-იტალია-2019"-ის კონკურსი, რომელიც 6 სექტემბერს დასრულდება, საქმე იმაშია, საიუბილეო მე-80 სილამაზის კონკურსის ფინალში გავიდა სამი გოგონა და სამივე წარმოშობით არაიტალიელი.


პირველი ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენეს წარმოშობით შრი-ლანკელ გოგონას, 20 წლის სევმი ფარუკა ფერნანდოს, მისი მშობლები შრი-ლანკიდან გადმოსახლდნენ იტალიაში, გოგონა კი იტალიაში დაიბადა და თავისთავად იტალიელია.



ბრალდება საზოგადოების ნაწილის მხრიდან ასეთია:"თქვენ არ წარმოგვიდგენთ იტალიური სილამაზის სტანდარტებს, თქვენ არ იმსახურებთ მონაწილეობდეთ კონკურსში "მის იტალია."ასეთი რასისტული გამოხტომებით სავსეა სოციალური ქსელი და სხვათა შორის პრესამაც და ზოგიერთმა ტელეარხმაც აუბა მხარი.


პასუხად ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ გოგონა გახდა ჰაიტერების მსხვერპლი(hate-სიძულვილის გამოხატვა) და ეს არის რასიზმის გამოვლინება.


-სამწუხაროდ წინასწარშექმნილი განწყობა დღეს ისევ მრავლადაა, ბევრი ადამიანი ვერ მიმიღებს მხოლოდ იმიტომ, რომ მუქი კანი მაქვს, მე რომ იტალიაში დაბადებული გერმანელი მშობლების ქალიშვილი ვყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ დისკრიმინაციას ადგილი არ ექნებოდა-აღნიშნა სევრი ფარუკა ფერნანდომ.

imageფოტოზე:სევმი ფარუკა ფერნანდო



მეორე ფინალისტი არის კიდევ ერთი მუქკანიანი გოგონა წარმოშობით მაროკოდან, ხოლო მესამე სლავი გოგონა, 20 წლის ირინა ნიკოლი, დაბადებული უკრაინაში და მცხოვრები იტალიაში, კერძოდ ლომბარდიის რეგიონში კომოს ტბასთან.

imageფოტოზე: ირინა ნიკოლი



აღსანიშანავია, რომ პირველი, ვინც გადალახა რასისტული რუბიკონი, გახლდათ დენი მენდესი, რომელიც წარმოშობით დომინიკის რესპუბლიკიდან იყო, ეს მოხდა 1996 წელს, მაშინ იგი "მის იტალია " გახდა.მაშინ არ იყო სოციალური ქსელები, თორემ საზოგადოებას დიდი ალბათობით იგივე რეაქცია ექნებოდა.

imageფოტოზე: მის იტალია 1996 დენი მენდესი


2
637
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
637
  
2019, 6 სექტემბერი, 14:41
ყველა ერის წარმომადგენელი თავის ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს.
2019, 6 სექტემბერი, 1:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2