x
image
თეონა გორდეზიანი
რა ისტორია იმალება ბოტიჩელის შედევრში "ცილისწამება"...

ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპი ცნობილია როგორც სანდრო ბოტიჩელი. ფლორენტინის სკოლის იტალიელი მხატვარი ადრეული რენესანსის პერიოდში. აღორძინების ხანის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და თავისებური წარმომადგენელი.


image



ცილისწამება-ვინმეს მიმართ განზრახ მონაჭორის გავრცელება დანაშაულის ბრალდებით.



სანდრო ბოტიჩელი – (1444 -1510) იტალიური რენესანსის(აღორძინება, ხელმეორედ დაბადება)საუკეთესო წარმომადგენელი. -“ცილისწამება''
შედევრის სიმაღლე 62, ხოლო სიგანე 91 სანტიმეტრია.შინაარსი : ტახტზე მჯდომი მიდიის მეფის მარჯვენა და მარცხენა მხარეს გამოსახულია ორი ფიგურა, რომლებიც ასახავენ ეჭვსა და უმეცრებას, ისინი მეფეს ყურში ჩასჩურჩულებენ და სასტიკად ძაბავენ სიტუაციას.
უვერაგესი თვისება-ცილისწამება გამოსახულია ულამაზესი გოგონას სახით, მას თმაში აქვს ჩავლებული უდანაშაულო, ბრალდებული მამაკაცისათვის, რომელსაც, თავის მხრივ, გამძვინვარებული მეფე სწამებს ცილს.ცილისწამებას მხარს უმშვენებენ ფიგურები, რომლებიც ასახავენ: შურს, ტყუილსა და წამქეზებლობას.
სურათის მარცხენა განაპირა მხარეს წარმოდგენილია ძაძაში(სამგლოვიარო)ჩაცმული მოხუცი დედაკაცი, რომელიც სინანულს გამოხატავს, ხოლო ოდნავ ზემოთ-დანანებით მოცქირალი ულამაზესი დედიშობილა ქალი-ჭეშმარიტების სიმბოლო.



-ის, ვინც ცილისმწამებელია, პირდაპირ დემონს ემსახურება.
...........
-ცილისმწამებელი შენვე გიმზადებს დიდ საზღაურს.
...........
-ცილისმწამებელსა და მის მსმენელს - ორივეს ეშმაკი ჰყავს - ერთს ენაზე და მეორეს - ყურებში.
...........
-ძმაზე, რომელიც იმწუთას იქ არ არის, განმაქიქებელი არაფერი თქვა: ეს ცილისწამებაა, თუნდაც ნათქვამი სიმართლე იყოს.
..........
-თუ ვინმე რაიმე ცოდვას დაგაყვედრებს, რაც არ ჩაგიდენია, თავი დაიმდაბლე მაყვედრებლის წინაშე და უხრწნელ გვირგვინს მიიღებ.
..........
-უფრთხილდი ცილისმწამებელს, როგორც უფრთხილდები ჭირის წყლულით დაავადებულ ადამიანს, რათა თვითონაც არ დაავადდე და არ დაიღუპო.
..........
-უსისხლო მოწამეობა - ეს არის როდესაც შეურაცხგვყოფენ, გვაწყენინებენ, გვჩაგრავენ, ცილს გვწამებენ, განგვიკითხავენ...
..........
-ცილისმწამებლის შხამიან ბაგეებზე მოყვასის მამაცობა კადნიერებაა, კეთილგონიერება - სიმხდალე, მოკრძალება - სისუსტე, სიმტკიცე - სისასტიკე, გულახდილობა - უკრძალველობა, სიფრთხილე - თავის მოჩვენება, მომჭირნეობა - სიძუნწე, დიდსულოვნება - მფლანგველობა.
..........
-ფიზიკურის გარდა, არის სხვა სახის მკვლელობაც: შეურაცხყოფით, ცრუმოწმეობით, დასმენით, ცილისწამებით... წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: "ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკვლელი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკვლელსა არა აქუს ცხორებაჲ"
...................................................................................

1
168
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
168
  
2019, 6 სექტემბერი, 1:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1