x
image
_K_
ვარსკვლავები, რომლებსაც გადაპარსული თავი საოცრად მოუხდათ
კვლევების მიხედვით, გრძელთმიანი ქალები უფრო მიმზიდველებად, მოკლეთმიანები კი უფრო თავდაჯერებულებად აღიქმებიან. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია, თავად რას გრძნობს ქალი ამა თუ იმ ვარცხნილობის გაკეთების დროს.

სტატიაში წარმოგიდგენთ ცნობილ ქალებს, რომლებმაც გასართობად თუ სამსახურის გამო თავი გადაიპარსეს. მათ დაამტკიცეს, რომ თუ თავად კმაყოფილი ხართ საკუთარი გარეგნობით, მაშინ თმით თუ უთმოდ მაინც ასხივებთ სილამაზეს.








1. კარა დელევინი

როგორც წესი, კარა დელევინი ქერა თმას ატარებდა, მაგრამ ფილმში Life in a Year იზაბელის როლის მოსარგებად, რომელსაც კიბო ჰქონდა, მოდელს თმის გადაპარსვა მოუწია.

image








2. კრისტენ სტიუარტი


სტიუარტი ფილმში Underwater იღებს მონაწილეობას, რომელიც 2020 წელს გამოდის. ის ინჟინერის როლს თამაშობს, რომელსაც ნორა ჰქვია. პერსონაჟის გასათავისებლად მან თავი გადაიპარსა.

image








3. დემი მური

დემი მურიმ 1997 წელს მსოფლიო გააოცა, როცა ფილმის G.I. Jane გამო თავი გადაიპარსა ჯორდან ო'ნეილის როლის შესასრულებლად.

image








4. ემბერ როუზი

ემბერმა მეგობრები გამოიწვია. მათი თქმით, თუ თმას გადაიპარსავდა, ის გიჟი იქნებოდა. თუმცა, სინედ ო'კონორის ვარცხნილობით ინსპირირებული ემბერი საკმაოდ კმაყოფილი დარჩა მიღებული შედეგით.

image








5. ჯესი ჯეი

ჯესი ჯეიმ კი თავი კეთილი საქმის გამო გადაიპარსა. მას ამისთვის 500 000 დოლარი გადაუხადეს, რაც ქველმოქმედებას მოხმარდა.

image








6. შარლიზ ტერონი

ტერონმა თავი 2015 წელს გადაიპარსა ფილმში Mad Max: Fury Road იმპერატორ ფურიოზას როლის შესასრულებლად. მოგვიანებით მან ინტერვიუში თქვა, რომ ზუსტად ისეთი იყო, როგორიც თავისი პერსონაჟი წარმოედგინა.

image








7. ჯადა პინკეტ სმიტი

უილ სმიტის ცოლი თმას 90-იანებიდან მოყოლებული ხშირად იჭრის. ზოგჯერ მას გაზრდის საშუალებას აძლევს, შემდეგ კი ისევ გადაიპარსავს ხოლმე.

image








8. ლუპიტა ნიონგო

ნიონგომ ინტერვიუში თქვა, რომ თმას 19 წლიდან მოყოლებული იპარსავს. ეს მას თავისუფლების შეგრძნებას ანიჭებს.

image








9. ნატალი პორტმანი

2005 წელს ნატალი პორტმანმა ფილმისთვის V for Vendetta გადაიპარსა თავი, სადაც ამის გაკეთება პერსონაჟს უწევდა.

image








10. ქეით ბლანშეტი

გამორჩეულ მსახიობს თავის გადაპარსვა მოუწია ფილმისთვის Heaven ფილიპას როლის შესასრულებლად.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. მსახიობები, რომლებმაც ცნობილი ადამიანების როლი უნაკლოდ შეასრულეს

image



2. სელებრითები, რომლებიც ერთმანეთს ჰგვანან

image



3. ვარსკვლავები, რომლებიც არ ბერდებიან

image

0
345
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0