x
8 მშვენიერი ხერხი, თუ როგორ ვაქციოთ უარყოფითი დადებითად ჩვენს ცხოვრებასა და სამსახურში

ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ 8 ხერხი რომელიც დაგეხმარებათ წარმატებას მიაღწიოღ სამსახურში, პირად ურთიერთობასა და ზოგადად ხალხთან ურთიერთობაში.


image

1.განსაზღვრეთ უარყოფითი და თვითშემზღუზავი აზრები თქვენი პირადი შესაძლებლობების ან მდგომარეობის შესახებ, რომლებმაც, შესაძლოა, უკან დაგქაჩოთ.შემდეგ საკუთარ თავს კითხეთ: "იქნებ ისინი სიმართლეს არ შეესაბამება?" იქნებ ყველანაირი ნიჭი და უნარი გაქვთ, რაც ცხოვრებაში თითქმის ყველაფერს მიგაღწევინებთ? რა მოხდება თუ არაფერი შეგზღუდავთ?


2.მაშტაბურად იოცნებეთ.იმ იდეალური პიროვების მკაფიოდ განსაზღვრით დაიწყეთ, ვინც გინდათ გახდეთ, აგრეთვე, იმ იდეალური ცხოვრებით, რომლითაც გინდათ იცხოვროთ.აირჩიეთ ერთი მიზანი და დაარჭმუნეთ საკუთარი თავი, რომ თუ მას 24 საათში მიაღწევთ, ის უდიდეს დადებით ზეგავლენას მოახდენს თქვენზე.


3.დაფიქრდით იმ ბოლო წარუმატებლობაზე, რომელიც შეგემთხვათ და საკუთარ თავს შემდეგი 4 შეკითხვა დაუსვით:


ზუსტად რა მოხდა?

ეს როგორ მოხდა?

რა შეიძლება გაკეთდეს?

როგორ უნდა ვიმოქმედო?


4.დაადგინეთ ერთი არე, სადაც, შესაძლოა კვლავაც მალავთ ბრაზს რომელიმე ადამიანზე თქვენი წარსულიდან და ჯერაც ფიქრობთ უარყოფით გამოცდილებაზე.დღესვე გადაწყვიტეთ, როგორ აპირებთ ნეგატიური გამოცდილება ახლებურად გაიაზროთ და პოზიტიურად აქციოთ.მთელი ყურადღება თქვენს მიზნებსა და მომავალზე გადაიტანოთ.


5.მოდით, თქვენი ცხოვრების ყველაზე ნეგატიური ვითარება განიხილეთ, ის რომელმაც ყველაზე მეტად გაგაბრაზათ.მტკიცედ განუცხადეთ თავს: "მე ვარ პასუხისმგებელი!" და ეს ნეგატიური ემოცია გააქრეთ.თავდაპირველად ეს სავარჯიშო უდიდეს გამბედაობას და ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს, მაგრამ თანდათანობით სულ უფრო გაგიადვილდებათ.


6.იფიქრეთ მომავალ მოვლენაზე, რომლის შედეგთან დაკავშირებითსაფრთხესა და შიშს გრძნობთ.ჩამოაყალიბეთ პოზიტიური მტკიცება, რომელიც ზუსტად გიჩვენებთ როგორ გსურთ ჩანაფიქრის განხორციელება.შექმენით იდეალური შედეგის მკაფიო, ცოცხალი, ბედნიერი სურათი და კვლავ და კვლავ გაიმეორეთ თქვენს ქვეცნობიერში.


7.აირჩიეთ პრობლემა ან გამოწვევა, რომელიც დღეს არის თქვენს ცხოვრებაში.ეძებეთ მასში რაღაც კარგი, რაც შეგიძლიათმიიღოთ, დაღირებული გაკვეთილი, რომელსაც ის შეიცავს.დაფიქრდით უარეს შესაძლო შედეგზე, გადაწყვიტეთ მიიღოთ ის რაც მოხდა შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეთ, რაც შესაძლებელია, რათა დარწმუნდეთ, რომ ის არ ხდება.image


8.წარმოიდგინეთ, რომ მდიდარი და წარმატებული ადამიანი ხართ.როგორ იგრძნობდით თავს, როგორ ურთიერთობას დაამყარებდით სხვა ადამიანებთან? კოლეგებთან თანამშრომლებსა და პერსონალთან?



0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:Gიოგიო1011
Gიოგიო1011
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0