x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ არიან ქართველი ებრაელები ან რგორ მოხვდნენ საქართველოში, თან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში სადაც მათი დევნა არ მომხდარა

image საქართველოში ებრაელების ჩამოსვლა ძველი ჩანაწერებით დადასტურებულია, რომ 2500 წლის წინ მოხდა. დიდი ხნის მანძილზე საქართველოში ცხოვრებამ ებრაელების გარკვეული ნაწილის ასიმილაცია მოახდინა ქართველ ერთან, თუმცა უდიდესმა ნაწილმა შეინარჩუნა საკუთარი იდენტობა და თავს თვლიან უძველესი ებრაელების მემკვიდრეებად, იმ ებრაელებისა, რომლებიც მიდიაში დაასახლეს ასირიელთა მეფეებმა.
მიუხედავად ყველაფრისა ებრაელების ემიგრაცია ისრაელში 1970 წლიდან დაიწყო.
საქართველოში ებრაელები პირველად იქნა ნახსენები ჩვენს ერამდე წელთაღრიცხვით მერვე საუკუნეში. სხვა წყაროებით ებრაელების საქართველოში მიგრაცია უკავშირდება ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას.
ხელნაწერის მიხედვით მცხეთის მამასახლისმა ებრაელები დაასახლა მცხეთასთან ახლოს ზანავში იმ პირობით, რომ ებრაელები გადაიხდიდნენ მიწის გადასახადს.
იგივე წყაროს ცნობით რომაელების მიერ იერუსალიმის დამხობის შემდეგ ებრაელი მიგრანტები ჩამოვიდნენ ქართლში და დასახლდა მცხეთაში და მცხეთასთან ახლოს.
ამ პერიოდიდან იწყება ებრაელების მიგრაცია საქართველოში.

ებრაელების დასახლებები შეიქმნა მთელი საქართველოს მასშტაბით, საქართველოში საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ ებრაელები-აღმოსავლეთ საქართველოში: ცხინვალში, სურამში, მძოვრეთში, ახალდაბაში, ატენში, წილკანში, ურბნისში, გრემში, ენისელში, ხოვლეში და სხვა ადგილებში, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.
დასავლეთ საქართველოში ებრაელები ცხოვრობდნენ: ონში, საჩხერეში, ჩიხორში, ჭალთატყეში, ქუთაისში, სამტრედიაში, ხონში, მარტვილში, სენაკში და სხვაგან.
ებრაელების გარკვეული რაოდენობა ცხოვრობდა სამხრეთ საქართველოში, სამცხე-საათაბაგოში.

ისტორიულად ებრაელები და ქართველები ერთ სოფელში ერთად ცხოვრობდნენ ან უბნებად, რომელ უბანშიც ებრაელებს საკულტო სახლი-სინაგოგა ჰქონდათ სალოცავად.
სინაგოგები შემორჩენილია თბილისში, ქუთაისში "ბორის გაპონოვის ქუჩაზე, სადაც კომპაქტურად ცხოვრობდნენ ებრაელები. ასევე შემორჩენილია სოფელ ბანძაში მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასევე ბათუმში. არ გამოვრიცხავ, რომ სხვაგანაც იყოს, მაგრამ მე რაც არ მინახავს იმას ვერ ვიტყვი.
ქართველი ებრაელები საქართველოში ცხოვრების მიუხედავად მუდამ ინარჩუნებდნენ სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ებრაულ დიასპორებთან კავშირს.
ქართველმა ებრაელებმა დღემდე შემოინახეს ებრაული ტრადიციები და ნიშან-თვისებები, რაც დამახასიათებელია ნებისმიერი ებრაელისათვის.

საქართველო ერთადერთი ქვეეყანაა მსოფლიოში, სადაც ებრაელებს არ განუცდიათ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა. უფრო მეტიც ქართველი მეფეები მათ იყენებდნენ დიპოლომატიურ სამსახურში და ხშირად აგზავნიდნენ მოლაპარაკებებზე.
ასევე ებრაელები გამოირჩეოდნენ ვაჭრობისაკენ მიდრეკილებით და არ იმართებოდა არცერთი ბაზრობა, სადაც მათ მონაწილეობა არ მიეღოთ.
მძიმე პერიოდში ებრაელებიც ქართველებივით ხელში იღებდნენ იარაღს და სამშობლოს ანუ საქართველოს იცავდნენ.
ებრაული ოჯახი იქმნება ერთგულების ტრადიციაზე, მეუღლეების ურთიერთ პატივისცემაზე და სიყვარულზე.
ძველი ტრადიციებით აღზრდილ უმცროს რძალს დიდი გულისყური უნდა გამოეჩინა მეუღლისადმი და უფროსი რძლის ან რძლებისადმი, ოჯახის უფროსებთან ერთად.
ქართველი ებრაელები დღესაც ქართულ გვარებს ატარებენ, თუმცა ებრაელების დიდი ნაწილი კარგა ხანია უკვე საქართველოდან წასულია და მშობლიურ ფესვებს დაუბრუნდა ისრაელში.

მამაკაცების ძირითადი ნაწილი დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით და ვაჭრობით. ქალების მოვალეობაში კი ბავშვბის მოვლა და ოჯახისათვის ყურადღების მიქცევა იყო.

0
1049
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1049