x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაიღუპა ლეგენდარული ავტომრბოლელი ქალი ჯესსი კომბსი, რომელიც საკუთარი მსოფლიო რეკორდის "დამხობას" აპირებდა

image ამერიკელი ავტომრბოლელი და ტელეწამყვანი, რომელსაც მიჰყავდა გადაცემა "ლეგენდის დამანგრეველნი" რეაქტიული ძრავის მქონე მანქანით მსოფლიოს ახალი რეკორდის დამყარების მცდელობისას დაიღუპა, მანქანის ტექნიკურმა ხარვეზმა ზე მაღალ სიჩქარეზე მანქანის დამტვრევა და მრბოლელის დაღუპვა გამოიწვია.
მრბოლელი ჯესსი კომბსი ამერიკის შეერთებული შტატების შტატ ორეგონის ტერიტორიაზე მდებარე დამშრალ ტბაზე, ალვორდის უდაბნოში აპირებდა "დაემხო" საკუთარი მსოფლიო რეკორდი რეაქტიულ ძრავიანი სპეციალურად მისთვის შექმნილი ავტომობილით.
ჯესსი სიცოცხლეშივე იქცა ავტორბოლელ ქალთა შორის ცოცხალ ლეგენდად, 2013 წლის ოქტომბერში მან "დაამხო" ქალთა შორის ყველაზე სწრაფი მრბოლელის რეკორდი, რომელიც 48 წლის განმავლობაში უცვლელი იყო.
ჯესსიმ ახალი რეკორდი დაამყარა, ჯესსის მიერ ნაჩვენები სიჩქარე 632კმ/სთ იყო, 2016 წელს ჯესსიმ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, მისმა ბოლიდმა განავითარა 769 კმ/სთ სიჩქარე.
ჯესსი, რომელიც მსოფლიოში ყველაზეე სწრაფი მრბოლელი ქალის სტატუსს ატარებდა, სარბოლო მანქანის ძრავის მოდერნიზების შემდეგ შეეცადა, საკუთარი რეკორდი გაეუმჯობესებინა, ტექნიკური მახასიათებლებით მის გაუმჯობესებულ ბოლიდს უნდა განევითარებინა კოლოსალური სიჩქარე, რომელიც ტექნიკური გათვლებით 996 კმ/სთ უნდა ყოფილიყო.
თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მრბოლელმა შესძლო წინა რეკორდის ნიშნული გადაელახა, მაგრამ მანქანის სავალ ნაწილში ტექნიკურმა დეფექტმა იჩინა თავი, ზე მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა კონტროლიდან გამოვიდა და დაიმტვრა, მრბოლელი ჯესსი კომბსი ადგილზევე დაიღუპა, ის მხოლოდ 36 წლის იყო.
ეს ვიდეო მის მიერ წინა რეკორდის დამყარებას ასახავს.

ჯესსის ბოლიდი "Eagle Supersonic Speed Challenger" შეიქმნა გამანადგურებელი თვითმფრინავის "F-104"-ის ბაზაზე, მისი ძრავის სიმძლავრე 52 000 ცხენისძალა იყო, ბოლიდის წონა კი 5 ტონას შეადგენდა.


0
154
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
154