x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
5 რჩევა სტუდენტებს, ვინც თბილისში აპირებს სწავლას
image

საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემა წლიდან წლამდე იხვეწება და უფრო ძლიერი და მრავალფეროვანი ხდება. ქვეყნის საგანმანათლებლო ცენტრი კი ცალსახად თბილისია. დედაქალაქში არაერთი მაღალი დონის უმაღლესი სასწავლებელი მდებაროებს და მათ შორის კონკურენციაც საკმაოდ მძაფრია. სწორედ ამიტომ, ქართველი ახალგაზრდების დიდი ნაწილი სტუდენტობის წლებს სწორედ თბილისში ატარებს.


ახლა კი გთავაზობთ რამდენიმე რჩევას სტუდენტებისთვის, ვინც თბილისში აპირებს სწავლას.


სტუდენტური ფასდაკლება



თბილისში სტუდენტური ფასდაკლების მიღებას ბევრ ობიექტზე ვერ შეძლებთ, თუმცა მაინც არის ასეთები და მათ შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ. სტუდენტები საზოგადოებრივი ტრანსპორტით რომ შეღავათიანი ტარიფით მგზავრობენ, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. გარდა ამისა, ID ან სტუდენტური ბარათის წარდგენის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ, ფასდაკლებით შეიძინოთ კინოთეატრების ბილეთები. აქვე გასათვალისწინებელია ერთი ფაქტიც, რომ ფასდაკლებით კინოს ბილეთების შეძენას მხოლოდ სალაროებში შეძლებთ. ონლაინ ყიდვის შემთხვევაში კი თანხის სრულად გადახდა მოგიწევთ. სტუდენტები ასევე ფასდაკლებით სარგებლობენ თბილისში გამართული სხვადასხვა ტიპის ღონისძებების გარკვეულ ნაწილზეც, ამიტომ ბილეთების შეძენამდე ეს საკითხი აუცილებლად გაარკვიეთ.


ბინა იქირავე ჯგუფელებთან ერთად


image


სტუდენტების დიდი ნაწილი თბილისში მარტო, მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს. ამიტომ უმჯობესია, თუ ბინას ჯგუფელებთან ერთად იქირავებთ ან იგირავებთ. ამ შემთხვევაში თქვენ ხარჯებს მინიმუმამდე შეამციებთ. ეს ეხება როგორც ბინის გადასახადს, ისე კომუნალურ თუ სხვა ხარჯებს. თქვენთვის სასურველი ბინის მოსძებნად კი SS.GE საუკეთესო საშუალებაა. ეს არის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ყველაზე დიდი ონლაინ პლატფორმა საქართველოში, რომელშიც არაერთი მაღალტექნოლოგიური სერვისია ინტეგრირებული. მისი საშუალებით თქვენ შეძლებთ, თქვენთვის სასურველი ლოკაციის მიხედვით მოძებნოთ ბინა. პლატფორმაში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი კი იმასაც გეტყვით, ბინის ფასი რამდენად შეესაბამება მის რეალურ ღირებულებას და ასე ზედმეტი ხარჯებისგანაც დაზღვეული იქნებით. თბილისში ბინის ფასი ცენტრალურ და გარე უბნებში მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამიტომ ბინის მოძებნას მაინცდამიანც მთავარ ქუჩებზე ნუ ეცდებით მიუხედავად იმისა თუ თქვენი უნივერსიტეტი იმ ქუჩაზე მდებარეობს. ეცადებით ცენტრიდან შედარებით მოშორებით მოძებნოთ ბინა და თან უნივერსიტეტისკენ მიმავალი მარშრუტიც გაითვალისწინეთ. თუ რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა მოგიწევთ და თან ბევრ დროს დაკარგავთ, მაშინ რეალურად დანაზოგს ვერ გააკეთებთ. სწორედ ამიტომ გაითვალისწინეთ ყველა დეტალი და გამოიყენეთ SS.GE-ის ყველა ინოვაციური ფუნქცია, რომ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიოთ.


გაცვლითი პროგრამები


საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს არაერთ გაცვლით პროგრამაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. ამ დროისთვის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „ერასმუსის“ პროგრამაა, რომელიც ევროკავშირის მიერ ფინანსდება. მისი მიზანი ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა. საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს ჩაერთონ როგორც ანაზღაურებად პროგრამებში, რომლებიც სრულადაა დაფინანსებული, ისე მოხალისეობრივ პროგრამებში.


ბიბლიოთეკა


უკანასკნელ წლებში მსოფლიოს თითქმის ყველა ბესთსელერი ავტორი და წიგნი ითარგმნება და გამოიცემა ქართულ ენაზე. სტუდენტებს კი, რომლებიც როგორც წესი შეზღუდული ბიუჯეტით ცხოვრობენ, ახალი წიგნების ყიდვის ნაცვლად, მათი ბიბლიოთიეკიდან გამოტანა შეუძლიათ. მათ, ვისაც საჯარო სივრცეებში კითხვა უყვარს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეუძლიათ გაცნონ მსოფლიო და ქართულ კლასიკასა და თანამედროვე ლიტერატურას. ხოლო მათ, ვისაც კითხვა სახლში ურჩევნია, შეუძლია წიგნები საკუთარი უბნის ბიბლიოთეკებიდან ითხოვონ. მოიძიეთ ინფორმაცია თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ბიბლიოთეკების შესახებ და თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტის წევრი გახდით.


საუნივერსიტეტო კლუბი


image

ყველა უნივერსიტეტში არის სხვადასხვა მიმართულების კლუბები, რომლებიც სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებსა და განვითარების სხადასხვა გზებს სთავაზობენ. კლუბების არჩევა თქვენი ინტერესების მიხედვით შეგიძლიათ. კლუბის წევრობა კი თქვენი პროფესიის თეორიულად დაუფლების პარალელურად, მის პრაქტიკაში დახვეწასა და განვითარების საშუალებას მოგცემთ. გარდა ამისა, თქვენ მიიღებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას და გაიცნობთ ახალ ადამიანებს. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი, თქვენს პროფესიონალად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

0
154
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0