x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508488
მიმოხილვა: ქართველები სომხეთში
image

ჩვენს წინა სტატიაში მიმოვიხილეთ აზიაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების ამბები. ახლა კი დროა სამხრეთში გადავინაცვლოთ და სომხეთში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებზე გიამბოთ:

ლევან მაჭარაშვილი - ლორი (ნახევარმცველი)

ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი სომხეთში ამ ზაფხულს გადავიდა და სადებიუტო მატჩში ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილეთ. მაჭარაშვილი წლების მანძილზე ლიეტუვაში ასპარეზობდა და იქ ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ლევანს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებშიც უთამაშია და ცოტა გასაკვირია მისი სომხეთში ხილვა, მაგრამ ის აუცილებკად გადავა უკეთეს ლიგაში, ეს ყველაფერი უბრალოდ დროის საკითხია. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველს გოლის გატანის ძალიან კარგი ალღო აქვს. "ლორიში" მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და იმედი გამოვთქვათ, რომ ის არაერთხელ გამოიჩენს თავს.


ზურაბ არზიანი - არარატი (ნახევარმცველი)

არზიანს კარიერის საუკეთესო წლები რუსეთში აქვს გატარებული, შემდეგ გარკვეული პერიოდი საქართველოში თამაშობდა, ახლა კი ძალებს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ცდის. არზიანი გამორჩეული ნახევარმცველია თავისი სიხისტით, მაგრამ მას გოლების გატანაც ეხერხება, რაც არაერთხელ დაამტკიცა. მას გუნდში მნიშვნელოვანი როლი აკისრია და "არარატს" წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმაროს.

დავით ხურციძე - არარატი (ნახევარმცველი)

"არარატში" კიდე ერთი ქართველი თამაშობს, რომელსაც რუსეთის პასპორტი აქვს. დავით ხურციძე უფრო დაცვითი სტიკის ნახევარმცველია. არზიანის მსგავსად ისიც რუსეთიდან გაიცნო ხალხმა, საქართველოში კი მხოლოდ "ტორპედოს" შემადგემლობაში ირიცხებოდა. ხურციძე გუნდისთცის ძვირფასი მოთამაშეა და ის არის ერთ-ერთი ფეხბურთელი რომელმაც დიდი როლი უნდა ითამაშოს "არარატის" გაჩემპიონებაში, რადგან გუნდის მიზანი მხოლოდ ეს არის

2
106
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
106
  
2019, 13 სექტემბერი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 6 სექტემბერი, 1:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2