x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შოკისმომგვრელი დასტური იმისა, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება "ტყუილია"
image


თუ მწვანე მარმელადს მიირთმევთ და აღმოაჩენთ, რომ მას მარწყვის გემო აქვს, ნუ იჩქარებთ ფსიქოლოგთან ჩაწერაზე, ეს დასტურია იმისა, რომ დაგაღალატათ, რადგან მთელი ჩვენი ცხოვრება ძირითადად ოსტატური ტყუილია.


გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება "ტყუილია".




1. ოქროს მედალი ოლიმპიური ჯილდოსთვის, სინამდვილეში ვერცხლისაა.image



ოლიმპიური ოქროს მედალი, ფაქტობრივად, ძვირფასი ჯილდოს ლეგალური ყალბია. მისი დამზადების დროს მხოლოდ 6 გრამ ოქროს გამოიყენებენ, დანარჩენი ვერცხლია.





2. მთელი ამ დროის განმავლობაში რძეს (წვენს) ვასხამდით არასწორად.image


გამოდის, რომ სასმელების კოლოფებსაც საკუთარი კანონები აქვთ. საბედნიეროდ, (ვინც აქამდე არ იცოდა) უკვე გეცოდინებათ როგორ დაასხათ რძე, წვენი და სხვა სასმელი მსგავსი კოლოფიდან ისე, რომ მთელი სუფრა არ გადაწუწოთ.





3. ქვაფენილს ქუჩაზე ადამიანი არ აგებს.image


ალბათ ბევრი თქვენგანი დღემდე ფიქრობდა, რომ ქუჩებში ქვაფენილს ადამიანები აგებდნენ. ამის შემდეგ გეცოდინებათ, რომ არსებობს სპეციალური მანქანები ე, წ "ქვის ვეფხვი", რომელიც მასში ჩაწყობილ ქვებს ძალიან ლამაზად აგებს ქუჩებში.





4. ყავის ჭიქებსაც აქვთ საკუთარი საიდუმლო.image


დაიჯერებთ თუ არა, თქვენი საქმეა, მაგრამ ყავის პლასტმასის ჭიქების სახურავებს ყოველთვის ორი ფუნქცია ჰქონდა: ტრადიციულად ეხუროს თავზე, ან გამოიყენებულ იქნას, როგორც ჭიქის დასადგამი.





5. მარმელად დათუნიებს არ უნდა ენდოთ.image


მწვანე მარმელადის დათუნიები სინამდვილეში მარწვისაა. ამის შემდეგ ვიღას უნდა ენდოთ? :)





6. Guinness-აც აქვს თავისი საიდუმლო.image


ფართოდ ცნობილი ლუდის ბრენდული ფირმა Guinness-ი, ამ სასმელის მომზადების პროცესში წარმოუდგენელ ტექნოლოგიას იყენებს. მანამ, სანამ ლუდი სასმელ ბოთლებში აღმოჩნდება, ის მრავალი სახეობის თევზების ბუშტებში გადის. ამის ცოდნის შემდეგ, ალბათ ფაქტის წარმოდგენის გარეშე მათ ლუდს ვეღარ მიირთმევთ.






7. "ვინი-პუჰი" იგივე დათუნია ვინი.image


იცოდით, რომ მწერალმა ალან მილნმა "დათუნია ვინი" არ გამოიგონა, არამედ ის ნამდვილ ვინიზე წერდა წიგნს, რომელსაც ინგლისის ზოოპარკში ხშირად მოინახულებდა ხოლმე. ვინი კი სინამდვილეში მდედრი დათვი იყო, რომელსაც მართლა ძალიან უყვარდა თაფლი და სწორედ ამ ფაქტორებმა აიძულა ალანი, რომ ბავშვებისთვის საყვარელი პერსონაჟი შეექმნა.






8. ადამიანს და გველს ბევრი საერთო აქვთ.image


შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდა, რომ ადამიანი გველის მსგავსად მთელი ცხოვრების მანძილზე იცვლის კანს. აი, ამ წამსაც კი თქვენ გცვივათ მისი ძალიან მცირე ნაწილაკები. მთლიანი ცხოვრების განმავლობაში (ღრმა მოხუცებულობამდე) თქვენ 35 კგ წონის კანს იცვლით.





2
1129
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1129
  
2019, 4 სექტემბერი, 17:16
მადლობა, გუჯა.
2019, 4 სექტემბერი, 13:59
უმაგრესი სტატიაა
0 1 2