x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა იკითხოთ წიგნები
თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ახალ-ახალი ტექნოლოგიები დიდ როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანებს ცოტა დრო გვრჩება წიგნებისათვის. თუ წინათ თავისუფალ დროს სხვადასხვა ლიტერატურით ვიყავით დაკავებული, ახლა კომპიუტერს, ტელეფონსა ტელევიზორს ვართ მიჯაჭვული. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, არ გაწყენდათ ათი მიზეზის ცოდნა, თუ რატომ უნდა იკითხოთ წიგნები.

image

1. კითხვა ალცჰაიმერის წინააღმდეგ.


კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად არიან დაკავებულნი კითხვითა და გონების კომპლექსური სავარჯიშოებით, სიბერეშიც კი საღი და ჯანმრთელი აზროვნებით გამოირჩევიან.



2. სტრესის დაძლევა.


კითხვა გვეხმარება ყურადღების გადატანაზე და შესაბამისად, სტრესის შემსუბუქებაზე.


3. სიტყვათა მარაგი.


ლიტერატურული ნაწარმოებები მკითხველს კარგ სიტყვათა მარაგს უყალიბებს.


4. სწორად წერა.

image

წიგნების კითხვით ადამიანი ქვეცნობიერად და მხედველობითი მეხსიერების წყალობით, სწავლობს სწორად წერას.


5. კითხვა “ტკბილი ძილისთვის".

image

ცნობილია, რომ მრავალი ადამიანი იტანჯება უძილობით. დადგინდა, რომ წიგნიდან რამდენიმე აბზაცის ამოკითხვის შემდეგ, არა მარტო იოლად იძინებს ადამიანი, არამედ მეორე დილითაც მხნედ იღვიძებს.


6. კითხვა აუმჯობესებს სოციალურ კომპეტენციას.


ამერიკელი მკვლევარების მონაცემებით, წიგნების კითხვა აუმჯობესებს ადამიანის სოციალურ გარემოს. მკითხველები უფრო ადვილად აღიქვამენ ცხოვრებისეულ მოვლენებს.


7. კრეატიულობა.


გამომდინარე იქიდან, რომ მკითხველი თავად ქმნის გონებაში წაკითხულის შესაბამის წარმოდგენებს, იგი უფრო მეტად კრეატიული ხდება.


8. აფართოებს ჰორიზონტს.


წიგნების კითხვა ყოველთვის მეტ ცოდნას გვმატებს.


9. კონცენტრაციის მოკრება.


თანამედროვე ცხოვრების ძალიან ჩქარი ტემპი გვაიძულებს სხვადასხვა თემებზე სწრაფ გადართვას. წიგნის კითხვა კი კონცენტრირების უნარს აუმჯობესებს და ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტად გამოსადეგია.


10. სექსუალორობა.

image

გამოკითხვების თანახმად, ადამიანები, რომლებიც საჯარო სივრცეში კითხულობენ წიგნს, უფრო მეტად მიმზიდველები არიან, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეები. აღნიშნული ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი კარგი მოსაუბრეები იქნებიან.




ესეც მიაყოლეთ:

15 საინტერესო გამონათქვამი წიგნების შესახებ

საუკეთესო ლიტერატურული ფრაზები სიცილის შესახებ

საუკეთესო ლიტერატურული ფრაზები ადამიანებსა და ცხოველებზე

0
65
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0