x
ლობოტომია-ფსიქოქირურგიის ყველაზე სასტიკი მეთოდი

ფსიქოქირურგიის ყველაზე ცნობილი ფორმა, რომლის დროსაც იჭრება თავის ტვინის შუბლის წილებისა და დიენცეფალონის შემაერთებელი ნერვული ბოჭკოები, კერძოდ, თალამუსთან და ჰიპოთალამუსთან განლაგებული ბოჭკოები.პროცედურა შეიმუშავა ეგაშ მონიშმა (Egas Moniz). მან 1949 წელს ნობელის პრემია მიიღო მკურნალობის ამ მეთოდში, რომელიც, როგორც ჩანდა, ცვლიდა ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთა ფუნქციონირებას.

დაკავშირებული სურათი
ლობოტომიის კანდიდატები იყვნენ შიზოფრენიით, მანიით და შფოთვითი აშლილობებით დაავადებული პაციენტები. ოპერაციის შედეგები იყო შემდეგი, ექიმის წინ იდგა სრულიად ახალი პიროვნება, უემოციო და მშვიდი. მას აღარ აღენიშნებოდა არც აღგზნებადობა და არც ეიფორია, აღარ იყო შეპყრობილი ყოვლისმომცველი შფოთვით. ამ ყველაფერს განაპირობებდა შუბლის წილის გათიშვა, რომელზეც ადამიანის ემოციური სფერო და პიროვნულობაა დამოკიდებული.
ემოციური გასადავება და ინფანტილიზმი უფრო და უფრო ამსგავსებდა პაციენტს “მცენარეს". პროცედურას მალევე მოყვა შეკითხვები საზოგადოების მხრიდან - წარმოადგენდა კი ლობოტომია ჭეშმარიტ განკურნებას? ეს ინოვაციური მეთოდი პირველად 1935 წელს იქნა აღმოჩენილი.
Walter J. Freeman - ნევროლოგი ჯ. ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, რომელმაც დაახლოებით 3500 ოპერაცია ჩაატარა და საკუთარი ტრანსორბიტალური მიდგომაც დანერგა პრაქტიკაში. ეს განსაკუთრებით ბრუტალური მეთოდია, რომლის წარმოდგენაც ბევრს გაუჭირდება. წვეტიანი ნემსით, თვალბუდის გავლით ჩატარებული ლობოტომიების მთელი სერია. სხვათაშორის მას 1967 წელს ექიმის ლიცენზია ჩამოერთვა.

walter j. freeman-ის სურათის შედეგი
დღეს-დღეობით თანამედროვე ფსიქიატრია რადიკალურად განსხვავებულ საფეხურზე იმყოფება. მან მოახერხა და განვითარებულ ქვეყნებში უკვე განთავისუფლდა საზოგადოებრივი კლიშეებისაგან. დღეს ფსიქიატრთან ვიზიტი ან თუნდაც ფსიქოთერაპევტთან კონსულტაცია ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს მათთვის ვინც ვერ უმკლავდება ყოვედღიურ სტრესს ან დახმარებას საჭიროებს საკუთარი თავის ძიებაში.
რაც შეეხება მძიმე ფსიქიატრიულ პათოლგოიებს როგორებიცაა მაგალითად: შიზოფრენია, მანიაკალური სინდრომი, ბიპოლარული აშლილობები, მძიმე დეპრესიები და ა.შ. სწორი მიდგომის შემთხვევაში ემორჩილებიან მედიკამენტოზურ და / ან ფსიქოთერაპიულ მკურნალობას. ლობოტომიების ეპოქა წარსულს ჩაბარდა!


0
48
შეფასება არ არის
ავტორი:აბრამიშვილი ანი
აბრამიშვილი ანი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0