x
image
ელენე გუმა
“სულ 3 გამოსავალი აქვთ “ოპოებს” – მე თვითონებს, თაკოებს, მაჭუებს, ევრონაცებს და მისთ უმცირესობებს…”
image
ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ოპოზიციური სპექტრის შესახებ “ფეისბუქის” გვერდზე პოსტს აქვეყნებს.


მისი თქმით, რას აპირებენ თავად ვერ ამბობენ და ამიტომ რაღაც ბრტყელი ლოზუნგებით იფარგლებიან.


“სულ სამი გამოსავალი აქვთ ოპოებს (მე თვითონებს, თაკოებს, მაჭუებს, ევრონაცებს და მისთ უმცირესობებს):

1. გავიდნენ კონსტიტუციის ფარგლებიდან და დაუყონებლივ მოახდინონ რევოლუცია (მიშა ამისკენ მოუწოდებს)


2. არ დაამტკიცებინონ პარლამეტს გახარია, მაგრამ დარჩნენ კონსტიტუციის ფარგლებში, რითაც გამოიწვევენ ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების დანიშვნას (მათთვისვეა ძალიან ცუდი).

3. იხმაურონ, მაგრამ შეეგუონ რომ გახარია გახდება პრემიერი.

რას აპირებენ თავად ვერ ამბობენ და ამიტომ რაღაც ბრტყელი ლოზუნგებით იფარგლებიან.”, – წერს შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში.


მმართველმა გუნდმა პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. ხოლო ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.

1
604
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
604
  
2019, 6 სექტემბერი, 1:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1