x
image
კატაპულტი
ვინ არის 15 წლის შვედი გოგონა, რომელიც მსოფლიოს გადარჩენისათვის იბრძვის?!
გრეტა ტუნბერგი 15 წლის შვედი გოგონაა, რომელიც პარასკევობით სკოლაში არ მიდის, მიზეზი კი კლიმატის ცვლილების გაპროტესტებაა. მას მხარი მრავალმა სკოლის მოსწავლემ აუბა მსოფლიოს მასშტაბით.

image

ყველაფერი დაიწყო 2018 წლის 20 აგვისტოს, როდესაც შვედეთის პარლამენტის წინ გრეტამ მარტოდმარტომ გააპროტესტა კლიმატის ცვლილება. 1.50 მეტრი სიმაღლის გოგონა, თავზე ორი ნაწნავით, მეწამული ზურგჩანთით და ხელში აბრით 2018-2019 სასწავლო წლის პირველ დღეს ქვეყნის მთავარი შენობის წინ იდგა. აბრაზე იყო წარწერა: “ სკოლის გაფიცვა კლიმატისათვის".

image


გოგონა პარლამენტის წინ, ქვაფენილზე იჯდა და გამვლელებს გადასცემდა ფურცლებს, რომლებზეც.ეწერა: “ ჩვენ, ბავშვები ხშირად იმას არ ვაკეთებთ, რასაც გვეუბნებით. ჩვენ იმას ვაკეთებთ, რასაც თქვენ. და რადგან თქვენ, ზრდასრულები ჩვენი მომავლისათვის იღწვით, მეც გავაკეთებ ამას. მე გრეტა ვარ, მე-9 კლასელი და სკოლას ვაცდენ კლიმატისათვის"


სამი კვირის განმავლობაში აცდენდა გრეტა სკოლას და პარლამენტის წინ იდგა აბრითა და ფურცლებით. თავდაპირველად, მასწავლებლები საყვედურობდნენ მას, თუმცა შემდეგ სოლიდარობა გამოუცხადეს.


გრეტა ტუნბერგი ამჟამად ყოველ პარასკევს აცდენს სკოლას, რათა ყველას მოუწოდოს, რომ კლიმატის ცვლილებას სრული სერიოზულობით მოეკიდონ. მისი აზრით, მხოლოდ საუბარი არ კმარა, აუცილებელია ენერგოსისტემისა და ცხოვრების სტილის ცვლილება.

image

2018 წლის ნოემბერში ავსტრალიაში გაიფიცვნენ სკოლის მოსწავლეები იმავე მიზეზით, მათ ხელში გრეტას სურათები ეჭირათ. ამ ფაქტმა ძალზედ გააბრაზა ავსტრალიის პრემიერი . “ჩვენ უფრო მეტი სწავლა გვჭირდება სკოლებში, დაბრუნდით სასწავლო დაწესებულებაში!" -განაცხადა მან, რაზედაც გრეტამ Twitter-ზე უპასუხა შემდეგი პოსტით: “ბოდიში ბ-ნო მორისონ, ვერ შევასრულებთ."


გრეტა ტუნბერგი რამდენიმე დღის წინ აშშ - ს ეწვია დემონსტრაციისათვის.


მსოფლიოში შვედი გოგონას შესახებ ბევრი საუბრობს, ზოგი მას “ ჯარისკაც ბავშვს" უწოდებს, ზოგი - “ტერორისტს", ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ გრეტას მშობლებს სურდათ, მათი შვილი ყურადღების ცენტრში ყოფილიყო და ამ ხერხს მიმართეს, რაზედაც გრეტა ამბობს, რომ მისდამი ყურადღება იქნება, თუ კლიმატის ცვლილების პრობლემას ყველა სერიოზულად დაუფიქრდება და სათანადოდ იმოქმედებენ.

image

ერთი ფაქტია, გრეტა ტუნბერგი კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო მოძრაობის სახედ იქცა, ის ევროპარლამენტშიც კი მიიწვიეს, სადაც სიტყვით გამოვიდა.image





ასევე საინტერესოა:

რატომ არ უნდა იხმაროთ თქვენს ეზოსა და ბაღში ჰერბიციდი?!

0
171
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0