x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ინცესტი ქართულად
imageინცესტი ანუ სისხლით ნათესავებს შორის სექსუალური ურთიერთობა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დიდი და უძველესი ტაბუა. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მსგავს ქცევაზე ტაბუ გენეტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე იქნა შემოღებული. ძველ დროში ადამიანებს გენეტიკის შესახებ ნათელი წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუმცა დაკვირვების შედეგად იცოდნენ, რომ ახლონათესაური კავშირების შედეგად დაბადებულ ბავშვებში თანდაყოლილი ანომალიები ხშირი იყო.
თუმცა სხვადასხვა საზოგადოება და კულტურები სხვადასხვაგვარად უყურებენ და აწესებენ აკრძალვას ამა თუ იმ ხარისხის ნათესაური კავშირების მიმართ, მაგრამ ზოგადად მაინც ძალზე მკაცრია მშობლებისა და შვილების და და-ძმას შორის ურთიერთობისადმი დამოკიდებულება. ამის მიუხედავად, პოლიტიკური მოსაზრებით, უძველეს ცივილიზაციებში ხშირად დაშვებული და გამართლებული იყო ასეთი ტიპის ინცესტი სამეფო დინასტიებში. რათა შენარჩუნებულიყო ამა თუ იმ საგვარეულოს ერთმნიშვნელოვანი ძალაუფლება და “სისხლის სიწმინდე”, რაც ამ საგვარეულოს ღვთიურ წარმომავლობაზე მეტყველებდა (სხვათა შორის, ამას არც თუ იშვიათად, დინასტიათა გადაშენებაც მოჰყოლია). უინცესტოდ არც ჩვენი სამეფო კარი ყოფილა.მაგალითად იბერიის მეფის ფარსმან პირველის ასული ცოლად ყავდა ბიძამისს, ფარსმანის ძმას, სომხეთში გამეფებულ მითრიდატე იბერიელს.


სტატისტიკური მონაცემებით, მშობელთა მხრიდან შვილებთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების მცდელობის რიცხვი ყოველწლიურად დაახლოებით 50 000-ს აღწევს. გაცილებით დიდია ოჯახის სხვა წევრების მიერ არასრულწლოვანთა გაუპატიურების შემთხვევები – ეს ხალხი მოსახლეობის დაახლოებით 32 %-ს შეადგენს.


ამერიკაში ყოველწლიურად 1900 ქალი ხდება ოჯახური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, კანადაში – 17 წლამდე ასაკის ყოველი მეოთხე გოგო, რუსეთში-ყოველწლიურად უფროსკლასელთა 30 %…, კოსტა-რიკაში ახალგაზრდა მარტოხელა დედების 95% სწორედ ინცესტული ურთიერთობის შედეგად დაორსულდა, ძირითად შემთხვევაში კი არასრულწლოვანებზე ხდება ძალადობა …
საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ასეთი ანომალიური შემთხვევა იშვიათია. თუმცა ინცესტი ჩვენთვის უცხო, ნაკლებად აქტუალური – დასავლეთისგან თავს მოხვეული პრობლემად არ უნდა ჩავთვალოთ . უბრალოდ ხშირად მსგავსი ფაქტები დამალულია. იშვიათად მაგრამ ყოფილა პირველადი ინცესტი საქართველოშიც, ანუ მშობელსა და შვილს, და-ძმას შორის.
რამოდენიმე წლის წინ თბილისში საზარელი და ბუნდოვანი მკვლელობა მოხდა – შვილმა მშობლები მოკლა, და კი დანაშაულის თანამონაწილედ აღიარეს; ბევრი რამ საკმაოდ არაორაზროვნად და-ძმის ინცესტზე მიანიშნებდა. ასევე 2007 წელს გოგონამ სასტიკად მოკლა საკუთარი მამა, რომელიც როგორც აღიარებითი ჩვენებიდან გაირკვა 4 წლის მანძილძე სექსუალურად ძალადობდა შვილზე.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ბავშვთა პროსტიტუციის თითქმის 90 %-ს ინცესტის შედეგად ნაადრევად სექსუალურ ურთიერთობადაწყებული არასრულწლოვნები შეადგენენ
გაცილებით ხშირია ინცესტი ბიძაშვილ-მამიდაშვილებსა და დეიდაშვილებს შორის, მეტიც არის ჩვენს ქვეყანაში დასახლებები, სადაც ეს არ ითვლება რაიმე სოციალური ნორმის დარღვევად. მაგალითად ხულოს ერთ-ერთ სოფელში, ბიძაშვილების ქორწინება მიღებულია. ასევე ხშირია ნათესავების ქორწინების შემთხვევა ქურთებში, თუმცა ქართულ კულტურასთან შერწყმამ ნელ-ნელა მსგავსი ფაქტები ქურთებშიც მიუღებლი გახადა .
ნათესავების, მოგვარეების ქორწინების მიმართ საზოგადოების დამოკიდემულება ცალასახად უარყოფითია, რასაც უმეტესად რელიგიური მოსაზრებითა და ღვთის შიშით ხსნიან. ღვთიური სასჯელის უამრავ მაგალითსაც ასახელებენ, მაგალითად როგორ ამოწყდა მოგვარე ნათესავებს შეულების შემდეგ გვარის “ცოდვიანი” შტო. როგორ “ვერ გაიხარა” ბიძაშვილთა ქორწინებიდან გამრავლებულმა ნაშიერმა. მართმადიდებლური ეკლესიის პოზიციაც სასტიკად მკაცრია და ინცესტს უდიდეს ცოდვად მიიჩნევს, თუმცა აღიარებს “წმინდა ინცესტს”, რომელსაც კაცობრიბის გამრავლების და გადარჩენის მიზეზით ამართლებს. ბიბლიის მიხედვით ხომ, ადამის და ევას შვილები იყვნენ, ფაქტიურად, პირველი “ინცესტელები”. ასეთივე მოსაზრებით არის გამართლებული სოდომს მოვლენილი სასჯელის შემდეგ გადარჩენილი ლოთისა და მისი ქალიშვილების საქციელი, რომელმაც ჯერ დაათვრეს მამა და მერე მასთან იცხოვრეს. ბიბლიური მაგალითების მიუხედავად ჩვენი რელიგია გმობს სისხლით ნათესავთან სექსუალურ კავშირს და ასეთ წყვილებს მართმადიდებლური ეკლესია ჯვრისწერის ნებართვას არასდროს დართავს. მართმადიდებლური კანონიკით, სისხლით ნათესაობა 7თაობას გადაეცემა.


ინცესტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სისხლის სამართლის წესით ისჯება. ეს მუხლი შეტანილი იყო საბჭოთა კავშირის დროინდელ სისხლის სამართლის კოდექსშიც, მაგრამ ის ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებამ ამოიღო კოდექსიდან იმ მოტივით, რომ ასეთი დანაშაულები საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა! დამოუკიდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ინცესტი, თუ იგი არ შეიცავს ძალადობის ნიშნებს, სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. ძალადობის მსხვერპლისთვის კი ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ბარიერია გადასალახი, კანონის არარსებობა უნდობლობასა და უიმედობას იწვევს. აღიარების შემდეგ, მსხვერპლი არანაირად არ არის დაცული, ამიტომ ისევ დუმილს არჩევს. დუმილს არჩევენ ოჯახის წევრებიც, რომლებიც შეიძლება ხვდებიან, მაგრამ საქმის გართულება სხვადასხვა მოსაზრებით არ სურთ.



ინცესტის გახშირებულ შემთხვევებს ფსიქოლოგები საზარელ რეალობად აფასებენ და გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ.
თათია ჩიტიშვილი, ფსიქოლოგი:
“ ინცესტი სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირი მოვლენაა, იმაზე ხშირი, ვიდრე ჩვენს საზოგადოებას წარმოუდგენია. თაობათა შორის ინცესტი არის მორალის სრულად დაკარგვის შედეგი, რაც ძირითადად ალკოჰოლიზმის, შიზოფრენიის ფონზე ხდება. ნორმალური ფსიქიკის მქონე პიროვნება ასეთ რამეს არ სჩადის. ჩვენთან ბევრ ისეთ მოვლენას, რასაც მსოფლიო ფიზიკურ ძალადობას უწოდებს, ოჯახურ პრობლემებს არქმევენ, როცა ინცესტი ხდება არასრულწლოვანთან აქ ასპროცენტიანი ძალადობაა ნათესავის მხრიდან. უნდა ითქვას, რომ ქვეცნობიერად ამ დროს მსხვერპლშიც შეინიშნება მიზიდულობისა და პროვოცირების მომენტი. მყოლია პაციენტები, რომლებიც 3-4 ჯერ იყვნენ გაუპატიურებული. მსხვერპლი ნელ-ნელა ეგუება ფიზიკურ ძალადობას, მერე კი ეს ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. იმ შემთხვევაში კი როდესაც საქმე ეხება ზრდასრულ ადამიანებს შორის ინცესტს, კვალიფიკაციის მინიჭება ზედმეტია, უმეტესად ამ შემთხვევაში ქვეცნობიერ სექსუალურ მიზიდულობასთან გვაქვს საქმე, რომელიც თანდათან გრძნობაში გადადის. მოკლედ კაცობრიობას თან სდევს “ოიდიპოსის კომპლექსი”, რომელიც დალექილია თითეულ ჩვენგანში გარკვეული დოზით, გააჩნია რა დოზით მისცემ ქვეცნობიერს გასაქანს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ თუ არ ხდება გენების თავისუფალი მიმოცვლა, იზრდება შანსი სხვადასხვა “მავნე” გენების გაჩენის. უფრო ზუსტად, ხდება “ცუდი” გენების დაგროვება. ერთერთი გამოვლინება შეიძლება იყოს გონებრივი ჩამორჩენაც_ დეგენერატიზმი. ამიტომ აუცილებელია სხვადასხვა გენის შერწყმა, ეს სამედიცინო კვლევებმა მრავლგზის დაადასტურა.”


სხვათაშორის შვეიცარია ერთადერთი ქვეყანაა რომელმაც ინცესტი დააკანონა, ზედა პალატის 2010 წლის გადაწყვეტილებით ერთი ოჯახის წევრებს ერთმანეთთან სექსუალური კავშირის დამყარება შეეძლებათ და ამისთვის ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებაში არ მიიცემიან.
მოამზადა მაკა დეკანოსიძემ/გაზეთი "ქართული სიტყვა"

22
8125
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
8125
  
პირადად მე ფეხებზე მკიდია ვინ ვისთან არის იმიტომ რომ ვარ ულტრალიბერტარიანელი და რაა გულისამრევი და რა არა, ეგ არავინ იცის, ადამიანი სუბიექტური არსებაა და საერთოდ როგორც ნიცშემ ბრძანა: მმარიტებაორალი და ჭეშმარიტება უბრალოდ არ არსებობს. თითოეულ ადამიანს საკუთარი ინდივიდუალური მორალი და სიმართლე აქვს. პირადად მე მიყვარს გამოთქმა "თავში ქვა გიხლია, კისერი გიტეხია კინჩხი მიგიყოლებია!" ვაფშე ნიჰილისტი ვარ და მიმაჩნია რომ ნებისმიერს აქვს უფლება სახეში შეაფურთხოს საზოგადოების "ზნეობრივ" ნორმატივებს და იცხოვროს როგორც თავად სურს. იყავით ეგოისტები და კისერი გიტეხიათ! მე მარტო 8 დირექტივას ვაღიარებ და ესაა ჩემი მორალი: 1) ნურავის მოკლავ 2) ნურავის გააუპატიურებ 3) ნურავის გაქურდავ 4) ნურავის დაიმონებ 5) მიიღე სექსუალური სიამოვნება 6) გაძეხი 7) ისწავლე მეცნიერება და 8) განვითარდი ბიოლოგიურ და სულიერ დონეზე. მორჩა. ყველამ თავისი აზრი თავისთვის დაიტოვოს! გაითვალისწინეთ, რომ ადამიანი სუბიექტურია და არავითარი უნივერსალური მორალი არ არსებობს. საერთოდ ნიცშეს მიაჩნდა რომ ზეკაცად გახდომა შეიძლება მხოლოდ ზოგადი ზნეობრივი ნორმატივის დანგრევით. შეეშვით სხვების პირად ცხოვრებას და ამოიძირკვეთ სხვათა მართვის და კონტროლის მანია. ადამიანი არის ინდივიდი. კოლექტივი არ არსებობს. უბრალოდ ნურავის მიაყენებ ზიანს და ისე რაც გინდა ქენი. წაიკითხეთ ფროიდი და იუნგი. მაგას სხვათაშორის ოიდიპოსის კომპლექსი ქვია. სხვას ნუ ახვევ თავს შენ მორალს, გახსოვდეს რომ შენი მორალი მხოლოდ შენია და მარტო შენი თვითდისციპლინისათვის არის. ჩვენ არაფერი არ ვიცით რეალურად რაა სწორი და რა არა. სხვადასხვა კულტურებში არის სხვადასხვა კანონები, როგორც კოლექტიური ისე ინდივიდური. ასე რომ შენ ვერასოდეს დაადგენ რაა სწორი და რა არა. რელიგიური და პოლიტიკური შაბლონები კი მოიშორე თავიდან. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება დაიკმაყოფილოს საკუთარი სურვილები სანამ არავის არ ესხმის თავს. საფრანგეთში ისე ინცესტის მოყვარულთა პარტიაც კი არი 55000 წევრით.
2017, 6 მაისი, 20:51
კარგია რომ მსგავსი შემთხვევბი საქართველოში იშვიათია და უკეთესი იქნება იმ ცოტაოდენი შემთხვევების წახალისებაც თუ არ მოხდება, ზემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვარი მამა იოანე როსტიაშვილი უპრობლემოდ წერს ჯვარს სისხლით ნათესავებს.
2013, 10 იანვარი, 11:15
სტატია საკმაოდ საინტერესოა და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ასეთი ფაქტები საქართველოშიც საკმაოდ ხშირია. უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ ამ ფაქტებს ბოლო წუთამდე არ ახმაურებენ. ალბათ პრობლემა იმაშია, რომ არ გვაქვს სათანადო სამართლებრივი ბაზა და ინფრასტრუქურა, რომელიც ასეთი დანაშაულის მსხვერპლს დაიცავს და მის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. აგრეთვე საზოგადოებაც არ არის მზად რომ მსგავსი დანაშაულის მსხვერპლი მიიღოს ყოველგვარი სტიგმის და იარლიყის გარეშე.
2012, 27 დეკემბერი, 0:14
საინტერესოა
2012, 6 დეკემბერი, 13:28
უფრო მუსულმანებში გვხვდება ეგ სისხლითაღრევა,ებრაელებში,საქართველოში,არ არის ეგ შემთხვევები.ან თუ არის ძალიან იშვიათად,საბედნიეროდ...
2012, 14 აგვისტო, 11:10
+1
2012, 30 ივლისი, 15:40
რავიცი, რავიცი ეგ სულ მოდის და უარყოფითს წერს, ნებისმიერ თემაზე, ხმას არ იღებს, თუმცა ყველას თავის აზრი აქვს, მაგრამ იცი რაა, თუ მოწონებს არ წერ, უარყოფითს რატომღა წერ? ესეც ხომ პოლიტიკური სტატია არაა...ავად გახდება, ასე ემართებათ იმათ ვინც ბოროტობს! ჩემი სიტყვები არაა... მომავალ კვირაში დავდებ საინტერესო სტატიას ამაზე(სიზმრებზეა)
2012, 30 ივლისი, 15:30
ხოდა ვინც უარყოფითად შეგიფასა იმას აქვს ახლა ნორმალური ფსიქიკა?
2012, 30 ივლისი, 14:36
ორივე ცუდია, მაგრამ მამა რომ შვილს ვნებით უყურებს, ეს ხომ საშინელებაა, მე მამიდაშვილ ბიჭთან ერთად გავიზარდე,ის ჩემი ძმაა და ამას რომ ვწერდი მართლა ცოტათი გული მერეოდა...პრინციპში ნორმალური ფსიქიკის ადამიანები ამას არ ჩადიან
2012, 30 ივლისი, 14:29
არ მიესალმება მაგრამ ეგრე ხალხი ბევრ რამეს არ ,,მიესალმება,, ნარკოტიკს ვინმე მიესალმება? :D მარა ნახევარი მსოფლიო ნარკომანია :P :D :D :D:D :დ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10