x
image
მაია 24
4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს

image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი 4 სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:


"ამ დღეს ზუსტი ხდება ვენერა-ნეპტუნის ოპოზიცია ქალწული-თევზების ღერძზე, რომელიც საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დაგაყენებთ. და ეს შესაძლოა ეხებოდეს როგორც თქვენს გრძნობებს, ისე ფინანსებს. თუმცა მომავალი საკმაოდ ბუნდოვნად იკვეთება ჯერჯერობით ამ გადასახედიდან, და ამიტომ აქაც არ ღირს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. ნურავის ანდობთ თქვენს ფულს, ნუ გასცემთ ინფორმაციას თქვენს შემოსავლებზე.


4-შივე გვაქვს მერკურის შეერთება მზესთან, ამ ასპექტის წყალობით შეიძლება მოიმატოს კომუმიკაციისა და ინფორმირებულობის სურვილმა. თუ სურვილი არ მოიმატებს, გარწმუნებთ, მაშინ მოიმატებს ახალი ამბების, ან საბუთების/ დოკუმენტების რაოდენობა, რომლებიც უწყვეტ ნაკადად მოედინება თქვენკენ.. კარგი პერიოდია სწავლის დასაწყებად".


0
370
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0