x
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა

მოსაზღვრე პიროვნის აშლილობა (მპა), აგრეთვე ცნობილი როგორც ემოციურად არასტაბილური პიროვნების აშლილობა, არის გრძელვადიანი პათოლოგიური ქცევების პატერნი, რომელიც ხასიათდება ხალხთან არასტაბილური ურთიერთობით, საკუთარი თავის არასტაბილური აღქმითა და არასტაბილური ემოციებით. მათ ხშირად ახასიათებთ მიტოვების შიში, ხშირად გამოვლენილი საშიში ქცევები, სიცარიელის გრძნობა და თვითდაზიანება. სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს თითქოსდა ჩვეულებრივმა მოვლენებმა. ქცევები, ძირითადად, იწყება ადრეული ახალგაზრდობიდან და ვრცელდება სხვადასხვა სიტუაციებში.ნარკოდამოკიდებულება, დეპრესია, კვებითი აშლილობები ხშირად არის დაკავშირებული მპა-სთან. მპა-ს მქონე პირების დაახლოებით 10% თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.

მპა-ს გამომწვევი მიზეზები ბუნდოვანია, თუმცა ითვლება, რომ გავლენა აქვს გენეტიკას, ტვინს, გრემოსა და სოციალურ ფაქტორებს. ეს დაავადება ხუთჯერ უფრო ხშირად გვხვდება ისეთ ადამიანებში, რომელთაც ჰყავთ იმავე დაავადების მქონე ახლო ნათესავი. ასევე, შეიძლება იქონიოს გავლენა საზიანო ცხოვრების სტილმაც. მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა განსაზღვრულია, როგორც პიროვნების აშლილობა ფსიქიკური დარღვევების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახემძღვანელოში (DSM).დიაგნოზს სვამენ სიმპტომებზე დაფუძნებით, თუმცა ასევე ატარებენ სამედიცინო ტესტებს სხვა პრობლემების გამოსარიცხად.დაკავშირებული სურათი

მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა ხასიათდება მომდევნო ნიშნებითა და სიმპტომებით:

  • იდენტურობის აშკარა დარღვევა
  • რეალური, ან წარმოსახვითი მიტოვების თავიდან აცილების გააფთრებული მცდელობები და საგანგებო რეაქციები
  • გახლეჩა (შავ-თეთრი წარმოსახვა ყველაფერზე)
  • ძლიერი იმპულსურობა
  • ძლიერი, ან არაკონტროლირებადი ემოციური რეაქციები, რომელნიც ხშირად არაპროპორციულნი ჩანან კონკრეტულ სიტუაციაში
  • არასტაბილური და ქაოტური ინტერპერსონალური ურთიერთობები
  • თვითდამაზიანებელი ქცევა
  • მრუდე წარმოდგენა საკუთარ თავზე
  • დისოციაცია
  • ხშირად თანმხლებია დეპრესია, შფოთვა, სიბრაზე, დამოკიდებულება და სიშმაგე
    მპა-ს ყველაზე განმასხვავებელი სიმპტომებია: კრიტიკისა და მიუღებლობისადმი განსაკუთრებული მგრძნობიარობა და მიტოვების განსაკუთრებული შიში.მპა-ს მახასიათებლებია: ხალხთან ურთიერთობაში განსაკუთრებული მგრძნობელობა, ემოციების კონტროლის სირთულე და იმპულსურობა. სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: საკუთარ პიროვნებაში, მორალში, ფასეულობებში დაურწმუნებლობა; პარანოიდალური ფიქრები სტრესულ მდგომარეობაში ყოფნისას; დისოციაცია და დეპერსონალიზაცია.
    დაკავშირებული სურათი

    მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის მკურნალობის ძირითადი კურსი არის ფსიქოთერაპია.მკურნალობის კურსი უნდა მოერგოს ინდივიდის მოთხოვნილებებს, ვიდრე მპა-ს ზოგად დიაგნოზს. მედიკამენტები, ასევე ეხმარება კომორბიდული აშლილობების მკურნალობას როგორებიცაა დეპრესია და შფოთვა. მოკლე ვადიან ჰოსპიტალიზაციას მკურნალობისთვის არანაირი დამატებითი ეფექტურობა არ შესძენია.
    მპა-ს გავრცელება თავდაპირველად ფასდებოდა როგორც ზოგადი მოსახლეობის 1-2% და რომ ქალებში სამჯერ უფრო ხშირი იყო ვიდრე კაცებში. თუმცა, 2008 წლის კვლევის თანახმად ზოგადი მოსახლეობის 5.9% ში ვრცელდება, ხოლო 5.6% კაცებისა და 6.2% ქალებისა. კაცებსა და ქალებს შორის გავრცელების სხვაობა სტატისტიკურად უმნიშვნელო აღმოჩნდა.

0
172
შეფასება არ არის
ავტორი:აბრამიშვილი ანი
აბრამიშვილი ანი
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0