x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
15 საოცარი აღმოჩენა, რომელსაც ცხოვრებაში პირველად ნახავთ
image


ჩვენი სამყარო სავსეა ბუნების უჩვეულო, ამოუხსნელი საიდუმლოებებით, და მიუხედავად ინტერნეტის საუკუნეში ინფორმაციის სიუხვისა, მაინც მოიძებნება ისეთი რამ, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის გაოცება შეუძლია. მაგალითად, ბევრმა არ იცის, თუ როგორ გამოიყურებიან "მოჩვენებები" მცენარეთა სამყაროში, როგორ ხდება საცხოვრებლად სხვა ადგილზე ისე გადასვლა, რომ სახლიც თან წაიღოთ, როგორი უჩვეულო ფორმა აქვს ძვირფას ქვას, რომელიც ერთი შეხედვით კენკრას მოგაგონებთ და როგორია მოტოციკლის გადასაფარებელი, რომლის დათვალიერებაც 1 წუთზე მეტ ხანს შეუძლებელია და ამაში, საკუთარი თავი თქვენც რომ გამოსცადოთ, ამისთვის სტატიას თვალი ბოლომდე უნდა გადაავლოთ. მაშ ასე, გთავაზობთ 15 საოცარ აღმოჩენას, რომელიც აქამდე არასდროს გინახავთ.


1. ალბინოსი კუ, რომლის გულიც არა გულმკერდის ღრუში, არამედ გარეთ მდებარეობს



image


2. ეს უცნაური სახეობის თევზი წითელი ზღვის ზღარბებით იკვებება, ამიტომაც მისი კბილები დროთა განმავლობაში ვარდისფერ კვარცს ემსგავსება


image


3. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ბოდიბილდერი - ოლივერ რიჩარდსი ფილიპინურ "McDonald’s"-ში


image


4. ეს უჩვეულო - "მცენარე მოჩვენება", რომელიც სიცოცხლისა და ზრდისთვის მზის სინათლეს არ საჭიროებს, ენერგიას იმ ფლორისგან იღებს, რომელზეც იზრდება. სანაცვლოდ კი, მას საკვები ნივთიერებებით ამდიდრებს.



image


5. ასე გადააქვთ მალაიზიელებს სახლი ერთი ადგილიდან მეორეზე


image


6. ყურძნის ქალკედონი - აქატი, რომელიც კენკრას საოცრად ჰგავს



image


7. მოტოციკლეტის გადასაფარებელი, რომელზეც მზერას დიდხანს ვერ შეაჩერებთ - შესანიშნავი გამოგონებაა ქურდობის საწინააღმდეგოდ, რას იტყვით?



image


8. მაღალსიჩქარიანი გვირაბი თევზის ტოფობის (თევზის მიერ ქვირითის ყრა) ადგილზე გადასატანად



9. მსოფლიოში პირველი ჰოლოგრაფიული დისპლეი, რომლის საშუალებითაც ფოტო "ცოცხლდება"




10. ლურსმნებისგან გაკეთებული გორილა



image


11. ამ პეპლის ფრთებზე შეგიძლიათ ნიღაბი - "ყვირილი" იხილოთ


image


12. ექვსი თითი რენტგენზე



image


13. სიმინდის თავთავი რომელიც თითქმის პოპკორნად იქცა


image


14. ასე გამოიყურება თმა, მელირების ქუდის მოხსნის შემდეგ



image


15. ზოგიერთი კრევეტი ბრწყინავს, ვინაიდან ისინი პლანქტონით (პლანქტონი - ერთობლიობა ზღვის, ტბის, მდინარის წყლის სიზრქეში მცხოვრები მცენარეული და ცხოველური ორგანიზმებისა, რომლებიც თვითონ ვერ მოძრაობენ და წყლის დინებას გადააქვს) იკვებებოდნენ


image





0
812
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
812