x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩინეთის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად 8 ბავშვი გარდაიცვალა
image

ჩინეთში საავადმყოფოში 10-იდან 8 ბავშვი გარდაიცვალა, სკოლაში თავდასხმის შედეგად, ამის შესახებ იტყობინება გამოცემა South China Morning Post.


ინციდენტი მოხდა 2 სექტემბერს პროვინცია ხუბეიში, ქალაქ ენშის ერთ-ერთ სკოლაში "ცოდნის დღეს".


დილის 8 საათზე ადგილობრივი დროით, დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა უმცროსკლასელებს იმ დროს, როდესაც ისინი სკოლაში შედიოდნენ, პოლიციამ დამნაშავე იმავე დღეს დააკავა, იგი აღმოჩნდა 40 წლის მამაკაცი სახელად იუ.



10 ბავშვი, რომელთა ასაკი 6-იდან 13 წლამდეა, ქალაქ ენშის საავადმყოფოში გადაიყვანეს, აქედან მხოლოდ 2-ის გადარჩენა მოხერხდა, მათი მდგომარეობა ამჟამად შედარებით სტაბილურია.


image

როგორც ცნობილი გახდა მამაკაცი უცოლოა და მკველელობის მცდელობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი .ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი.


სკოლაში, სადაც ტრაგედია მოხდა ფსიქოლოგები მუშაობენ.


image

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში გასულ წელს ბავშვებზე თავდასხმა ორჯერ მოხდა:2018 წლის ოქტომბერში ქალაქ ჩუნცინში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს თავს დაეხა სამზარეულოს დანით შეიარაღებული ქალი, შედეგად დაიღუპა 14 ბავშვი, ხოლო 2018 წლის აპრილში 9 სკოლის მოწაფე მოკლა ანალოგიურად დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პროვინცია შენსიში(ცენტრალური ჩინეთი.)

0
51
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0