x
image
Lerato
10 მავნე ჩვევა, რის გამოც ნაოჭები ნაადრევად ჩნდება
image


ყველა ჩვენგანი იმაზე ფიქრობს, რომ რაც შეიძლება დიდხანს გვქონდეს ახალგაზრდული და ელასტიური კანი. უამრავ ფულს ვხარჯავთ ძვირადღირებულ თავის მოვლის საშუალებებზე და სასწაულმოქმედ კრემებზე. თუმცა, მთელი ეს ძალისხმევა ამაოა, თუ ის მავნე ჩვევები გვახასიათებს, რაც ხელს უწყობს სიბერის პროცესს.


თუ გსურთ, რომ თქვენი კანი რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე იყოს გლუვი და ხავერდოვანი, გადახედეთ ცხოვრების წესს – ზოგჯერ ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებებს შეუძლია სარგებლის მოტანა. სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე გავრცელებულ ჩვევას, რომელიც სახეზე ნაოაჭების გაჩენას იწვევს.


SPF შემცველი კრემების იგნორირება

image


ეს პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულშია აქტუალური – მართალია, მზე გიყვართ, მაგრამ თქვენს კანს – არა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ გვსმენია მზის სხივების მავნებლობის შესახებ, მაინც არ ვიყენებთ SPF შემცველ კრემებს. ის არა მხოლოდ პლიაჟზე გარუჯვისას გჭირდებათ, არამედ ყოველდღიურადაც. მაშინაც კი, როცა უბრალოდ სამსახურში მიდიხართ. თუ მთელი წელი ერთი და იმავე საყვარელ საცხს ხმარობთ, შეცვალეთ ეს ჩვევა – ზაფხულში უთუოდ SPF შემცველი კრემი გჭირდებათ.


საღეჭი რეზინის სიყვარული


image


როგორც სარეკლამო სლოგანიდან გვახსოვს – ჯანსაღი სუნთქვა ადამიანებს შორის ურთიერთგაგებას აუმჯობესებს – ეს, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ თუ საღეჭი რეზინის მოხმარება ჩვევად გაქვთ, თქვენ რისკის ზონაში აღმოჩნდებით. ყბის ხშირი მოძრაობა დროთა განმავლობაში შესაძლოა პირის ირგვლივ ნაზოლაბიალური ნაკეცებისა და ნაოჭების წარმოშობის მიზეზი გახდეს. აქ ყველაფერი მარტივადაა – თუ ხშირად წარბებს ჭმუხნით, შუბლზე ნაოჭები ჩნდება და თუ გამუდმებით ღეჭავთ, კანი პირის ირგვლივ იჭიმება და ფორმას იცვლის. ამიტომ უმჯობესია საღეჭი რეზინი მენთოლიანი დრაჟეებით შევცვალოთ.


კანის გასუფთავების მეტისმეტი სიყვარული


image


რა თქმა უნდა, კანის გასუფთავებაში ცუდი არაფერია, განსაკუთრებით თუ მიდრეკილება აქვს აკნესა და ცხიმიანობისკენ. მაგრამ მეტისმეტი სისუფთავის მოყვარულები იყენებენ სხვადასხვა სკრაბებს, პილინგს, ჯაგრისს მის გასაწმენდად და ამით ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გადადიან. თუ სკრაბს კვირაში ორზე მეტად იყენებთ და სახეს მუდმივად ტონიკებითა და ლოსიონებით იწმენდავთ, ზუსტად ის დროა, რომ შეწყვიტოთ ამის გაკეთება. კოსმეტიკური საშუალებებით ანადგურებთ კანის Ph ბალანსს და მის ბუნებრივ გარემოს. შედეგად ეცემა მისი იმუნიტეტი და მიკრობებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი. თქვენ ვერც კი აცნობიერებთ, რომ ასეთი მოქმედებით მის გამოშრობას უწყობთ ხელს, ეს კი ნომერი პირველი მიზეზია, როცა საქმე ნაოჭების გაჩენას ეხება.


დილით სახის გასუფთავება გამწმენდი საშუალებებით


image


ღამით სრულიად ნორმალურია, რომ სახე გამწმენდი კოსმეტიკური საშუალებებითა და მიცელარული წყალით დავიბანოთ, მაგრამ რა საჭიროა ძილის მერე? დილით საკმარისია მხოლოდ წყალი შევისხათ სახეზე და კოსმეტიკური ყინული გამოვიყენოთ. სულ ეს არის!


იშვიათად ცვლით ბალიშისპირს

image


საწოლის თეთრეულს დაახლოებით ათ დღეში ერთხელ ცვლით, ამ პერიოდში თქვენს ბალიშისპირზე დაგროვილმა უამრავმა ბაქტერიებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს კანს. აღარაფერს ვამბობთ თმის ლაქზე და სხვა საშუალებებზე ვარცხნილობისთვის რომ იყენებენ. ძილის დროს ეს ყველაფერი ბალიშისპირზე გადადის, შემდეგ კი სახეზე. ქიმიური ელემენტები უარყოფით გავლენას ახდენენ კანზე და იწვევენ ნაადრევ სიბერეს. ასე რომ, შეიძინეთ ახალი ჩვევა და გამოცვალეთ ბალიშისპირი სულ ცოტა სამ დღეში ერთხელ.


არასაკმარისი ძილი

image


ძილის ნაკლებობა შესაძლოა მთელი რიგი პრობლემების წყაროდ იქცეს, რომელზეც წარმოდგენა არც კი გაქვთ. ერთ-ერთი მათგანია ნაადრევი სიბერე. საქმე იმაშია, რომ როდესაც ძილი არ გყოფნით, ორგანიზმი ვერ ასწრებს ბალანსის აღდგენას – ეს კანის უჯრედებსაც ეხება. თუ გსურთ რომ 50 წლის შემდეგაც მიმზიდველად გამოიყურებოდეთ, მაშინ უარი უნდა თქვათ ღამის ცხოვრებაზე და იძინოთ არანაკლებ 7 – 8 საათისა. იცოდეთ, რომ ღამე ლამაზებს სძინავთ.


არასწორ პოზაში ძილი

image


ძილთან დაკავშირებული ნაადრევი სიბერის კიდევ ერთი მიზეზი – არასწორი პოზა. ზოგიერთებს ძალიან უყვართ მუცელზე ძილი, როდესაც ლოყით ბალიშს აწვებიან. ახლა წარმოიდგინეთ – რამდენიმე საათის მანძილზე დარღვეული ნორმალური სისხლის მიმოქცევა. ფიქრობთ რომ ამის მერე ნაოჭები არ გაჩნდება? რისკების შესამცირებლად იძინეთ გვერდზე ან ზურგზე, ეს არა მხოლოდ კანისთვის არის სასარგებლო, არამედ გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაც.


ფერისმჭამელების ხელით ამოღება

image


მიუხედავად მკაცრი გაფრთხილებისა, ერთხელ მაინც გექნებათ გაკეთებული ეს. პრობლემა მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობს, რომ შესაძლოა ინფექცია შეიტანოთ, ასევე ამოღებისას თქვენ უჭერთ კანს და ზიანს აყენებთ მას. არის ალბათობა, რომ ამ ადგილას ნაწიბური გაჩნდეს ან წვრილი ნაოჭი. ეს, რა თქმა უნდა, თქვენ არ გჭირდებათ.


არ იყენებთ ჰაერის დამატენიანებელს

image


თუ თქვენთან სახლში ძალიან ცხელა და ჰაერი მშრალია, ეს უთუოდ კანზეც აისახება. ჰაერის დამატენიანებელი განსაზღვრულად საჭირო და აუცილებელი მოწყობილობაა. ნამდვილად ღირს მისი შეძენა.


თქვენ ეწევით?

image


ვფიქრობ, აქ ახსნა-განმარტება სრულიად ზედმეტია. მოწევა და ახალგაზრდობის გახანგრძლივება ერთდროულად გამორიცხულია. ეს ნებისმიერი სიგარეტის კოლოფზე წერია.




ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად


როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი სხეული 40 წლის შემდეგ – ექსპერტთა რჩევები


10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია – ეს ყველამ უნდა იცოდეს!


პროდუქტები, რომელიც ახალგაზრდობის ჰორმონს შეიცავს


5 პროდუქტი, რომელიც გვაბერებს. ეს უნდა იცოდეთ!


რა უნდა ვჭამოთ რომ არ დავბერდეთ -პროდუქტი, რომელიც სიბერეს ებრძვის


40 წლის აზიელი ქალბატონი 20 წლის გოგონასავით გამოიყურება. გაინტერესებთ როგორ?




1
344
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
344
  
2019, 3 სექტემბერი, 13:59
საინტერესო სტატიაა, ერთს დავამატებდი მხოლოდ, ვეგანები ხორცს არ მიირთმევენ, არა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მეცნიერების კვლევებმა დაადასტურა, რომ ხორცი ორგანიზმისათვის აუცილებელია სიბერის დასამარცხებლად...
0 1 1