x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა
image


2004 წლის 1 სექტემბერს ოთხშაბათს, დილის 09:30 საათზე ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის ნომერ 1 საშუალო სკოლის ეზოში ბავშვების საზეიმო შეკრების დროს, შენობას რამდენიმე ავტომობილი მიუახლოვდა, სადაც ნიღბიანი ტერორისტები ისხდნენ, მათ მუქი ტანისამოსი და ჯავშანჟილეტები ეცვათ. ნიღბიანებმა ავტომანქანიდან გადმოსვლისთანავე ჰაერში გასროლა დაიწყეს. დაახლოებით 50–მდე ბავშვმა გაქცევა სწორედ ამ დროს მოასწრო, ხოლო ისინი ვინც ეზოში დარჩნენ - მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს და სკოლის შენობაში შერეკეს. შეიარაღებულებმა ათასზე მეტი ადამიანი აიყვანეს მძევლად.


აღსანიშნავია რომ სპეცოპერაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ტერორისტების რაზმში მყოფი ორი ქალიდან ერთ-ერთმა (მარიამ თაბუროვა) თავი აიფეთქა, ან შემთხვევით აუფეთქდა წელზე შემორტყმული შახიდის ქამარი. ყოველ შემთხევევაში ამას არ მოჰყოლია ტერორისტების მიერ სპორტულ დარბაზში დამონტაჟებული ასაფეთქებელი სისტემების მწყობრიდან გამოსვლა და სპონტანური აფეთქება.


image



ბესლანის კრიზისი 3 დღეს გაგრძელდა (1-3 სექტემბერი) და ტერორისტების ქმედებებმა, და ძალიან ცუდად ორგანიზებულმა "სამაშველო ოპერაციამ" ოფიციალური მონაცემებით 334 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 186 ბავშვის.


image


ბესლანის ტერაქტის ორგანიზატორები:


- ორგანიზაცია "რიადუს სალიჰიინ" (შაჰიდთა ბრიგადა);

- შამილ ბასაევი;

- აბუ ძეიტი (კუვეითიდან);

- მაგომედ ხაშიევი.


ტერორისტი-შემსრულებლები:


- რუსლან ხუჩბაროვი, ზედმეტსახელად "პოლკოვნიკი" (32 წლის);


image

- ვლადიმერ ხოდოვი - "აბდულა" (ოსური წარმოშობის უკრაინელი 28 წლის);

- იზნაურ კოძოევი (ინგუში კანტიშევოდან);

- ხიზრაილ ალი ახმედოვი (30 წლის ჩეჩენი ნოჟაი იურტიდან);

- რუსტამ ატაევი (25 წლის ჩეჩენი მალგობეკიდან);

- რიზვან ბორჩაშვილი (26 წლის ქისტი სუნჟიდან);

- უსმან აუშევი (33 წლის ინგუში ეკაჟევოდან);

- იასინ ბენალია (ალჟირელი ბრიტანეთიდან 35 წლის);

- ოსმან ლარუსი (ალჟირელი ბრიტანეთიდან 35 წლის);

- ადამ მაგომედ ლიაევი (20 წლის ინგუში მალგობეკიდან);

- იბრაგიმ ძორტოვი (28 წლის ინგუში ნაზრანიდან);

- ლინურ გაილუნილი (23 წლის ეთნიკური თათარი მოსკოვიდან);

- ასლანგირეი გატაგაჟიევი (29 წლის ინგუში მალგობეკიდან);

- სულთან კამურზოევი (27 წლის ჩეჩენი ყაზახეთიდან);

- მაგომედ ხოჩუბაროვი (21 წლის ინგუში ნაზრანიდან);

- ხანფაში კულაევი (უფროსი ძმა ნურ ფაში კულაევის, 31 წლის ჩეჩენი ნოჟაი იურტიდან);

- ნურფაში კულაევი (ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ტერორისტი 24 წლის ჩეჩენი ნოჟაი იურტიდან, მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა);

- ადამ კუშტოვი (17 წლის ინგუში);

- აბდულაზიმ ლაბაზანოვი (31 წლის ჩეჩენი ყაზახეთიდან);

- არსენ მერჟოევი (25 წლის ჩეჩენი ნოჟაი იურტიდან);

- ადამ პოშევი (22 წლის ინგუში მალგობეკიდან);

- მაირბეკ საიდ შეიბეხანოვი (25 წლის ჩეჩენი ყაზახეთიდან);

- საიდბეკ საიდ შეიბეხანოვი (20 წლის ჩეჩენი ყაზახეთიდან);

- ბურან თეთრაძე (31 წლის ეთნიკური ქართველი რუსთავიდან);

- ისა ტორშხოევი (26 წლის ინგუში მალგობეკიდან);

- ისა ტარშხოევი (23 წლის ინგუში მალგობეკიდან);

- ბეიალა ცეჩოევი (31 წლის ინგუში მალგობეკიდან);

- მუსა ცეჩოევი (35 წლის ინგუში მალგობეკიდან);

- თემურ ცოკიევი (31 წლის ინგუში მალგობეკიდან);

- ასლან იარიჟევი (22 წლის ინგუში გროზნოდან);


ქალი ტერორისტები - "შახიდკა":


- როზა ნაგაევა (30 წლის ჩეჩენი ვედენოდან);

- მარიამ თაბუროვა (27 წლის ჩეჩენი კურჩალოდან).



ბესლანის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სასაფლაოს "ანგელოზების ქალაქი" ეწოდა.


imageimageimageimageimage




დოკუმენტური ფილმები ბესლანის ტრაგედიაზე:


-

-


ერთ-ერთი მთავარი შემსრულებლის, რუსლან ხუჩბაროვის ფრაგმენტები ბესლანიდან.

როდესაც შეშინებულმა ბავშვებმა მას "ალი"ს სახელით მიმართეს, მისი პასუხი შემდეგი: "რომელი ალი ვარ, მე ბანდიტი ვარ, მე ტერორისტი ვარ, მე მოვედი რომ მოგკლათ, რომელი ალი ვარ?!"




ფრაგმენტები ბესლანის სკოლის სპორტული დარბაზიდან.


0
100
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0