x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
30 წლის ესპანელი მოცეკვავე ათასობით მაყურებლის თვალწინ დაიღუპა(ვიდეო)

image

ესპანელი მოცეკვავე და მომღერალი ხუანა საინზ გარსია(Joana Sainz Garcia) დაიღუპა სცენაზე პიროტექნიკის აფეთქების შემდეგ.


30 წლის მოცეკვავე და მომღერალი გამოდიოდა ჯგუფ Super Hollywood Orchestra-სთან ერთად, როდესაც მის სიახლოვეს მოხდა აფეთქება, ეს მოხდა ღამის ორ საათზე ადგილობრივი დროით, ქალაქ ლას-ბერლანასის(ესპანეთი) მუსიკალურ ფესტივალზე.



ახალგაზრდა ქალს ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მალევე გარდაიცვალა, ისე, რომ გრძობაზე არც მოსულა.

image



Super Hollywood Orchestra-ატარებდა დასკვნით კონცერტს Las Berlanas-2019-ის მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც 4 დღე გაგრძელდა.

image

ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ 4 დღის განმავლობაში წინა გამომსვლელების დროსაც იყო პიროტექნიკა გამოყენებული, რა დროსაც არავის არაფერი პრობლება არ შექმნია.ბოლოს კი რა მოხდა ჯერჯერობით გაუგებარია.


ფესტივალის ორგანიზატორებმა და ქალაქის ხელისუფლებამ მიუსამძიმრეს არტისტის ოჯახს და ახლობლებს.

0
700
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
700
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0