x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
გამოდის, რომ აქამდე არასწორად ვწურავდით მაკარონს - თქვენ იცოდით სწორი მეთოდი?
იტალიელებმა 100-ზე მეტი სახეობის პასტა-მაკარონი შექმნეს - მშრალი, რბილი, გულსართიანი და ა, შ. ვიცით, რომ პასტა- ცომს ნიშნავს და ეწოდება ასევე უკვე საკვებად გამზადებულ კერძსაც.



image


პასტის წარმოშობის მრავალი ლეგენდა თუ ამბავი არსებობს და თუ უფრო ღრმად ჩავეძიებით, გამოირკვევა, რომ მაკარონის სამშობლო იტალია სულაც არ არის, როგორც ეს ბევრმა ჩვენგანმა ასე იცის. ერთ-ერთი ვერსიით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში ჩინელებმა და არაბებმა უკვე იცოდნენ მისი მომზადება. ჩინური ატრიის ისტორია 4000 წელს ითვლის, მაგრამ ატრიის კვალს არა მარტო ჩინეთში, არამედ ეგვიპტეშიც მივყავართ. ეგვიპტის აკლდამებში ნაპოვნია ნახატები, სადაც აღწერილია ატრიის მომზადება. სავარაუდოა, რომ რომაელებმა სწორედ ეტრუსკული ქალაქების დაპყრობის შემდეგ ისწავლეს პასტის მომზადება.


სპაგეტი, მაკარონის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა დედამიწაზე და ალბათ არ გვეგულება ადამიანი, რომ ის არ უყვარდეს გარკვეული სოუსებით - არაჟანი, პომიდორი, ჩაშუშული ხორცი და ა, შ. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მომზადების ტექნოლოგია და რეცეპტი სამზარეულოს მთავარი ჯადოქარია.



ალბათ, ერთხელ მაინც მოუმზადებია თითოეულ თქვენგანს მაკარონი, თუმცა არსებობს ერთი პატარა დეტალი, რომელიც უმეტეს თქვენგანს ეშლება. მოხარშვის შემდეგ საწურს ვდებთ ნიჟარაში და ვყრით შიგნით წყლიან მაკარონს გადასაწურად. ეს მეთოდი არასწორია, რადგან წურვის პროცესში ნასვრეტებიდან სპაგეტი მაინც ძვრება, ან იჭედება, შედეგად საწურის გარეცხვაც არასასიამოვნო პროცესი ხდება. დღევანდელ სტატიაში გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს, რომლის ცოდნის შემდეგ მაკარონს სწორი გზით გადაწურავთ.


image


ქვაბს, რომელშიც მაკარონი მოხარშეთ, დაახურეთ საწური და ისე გადაწურეთ ნიჟარაში, არც სპაგეტი "გაიპარება" და მისი გარეცხვაც მარტივი იქნება.




imageimageimage


1
618
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
618
  
2019, 3 სექტემბერი, 13:57
გაიხარე მაკა, ძალიან მომეწონა სტატია, როგორც მაკარონის მოყვარულს...
0 1 1