x
image
ანა ბეჟაშვილი
" 22 წლის პოლიციელის დედას შვილი მეორედ მოუკლა სალომე ზურაბიშვილმა! კრიმინალების პრეზიდენტმა."- ნანუკა ჟორჟოლიანი

image

"მთავარი არხის " წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი 22 წლის პოლიციელის მკვლელობას ეხმაურება და სოციალურ წსელში პოსტს აქვეყნებს -

"წარმოიდგინეთ ხართ ღამის კლუბში, მთვრალი მამაკაცები უხამსი სიტყვებით მოგმართვენ. მოდის პოლიციელი თქვენს დასაცავად, რომელსაც ნასვამი მამაკაცებიდან ერთ-ერთი იარაღს ართმევს და თავში გასროლით კლავს, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენს დაცვას ცდილობდა.

მკვლელს აკავებენ. უსჯიან 11 წელს და 4 წელიწადში პრეზიდენტი იწყალებს.

უსამართლობის განცდას რომ თავი დავანებოთ. იმასაც, რომ 22 წლის პოლიციელი დედას სახლში მიუსვენეს, რა მესიჯია? რას ეუბნება კრიმინალებს სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელის შეწყალებით?

არაფერია უსამართლობის განცდაზე სასტიკი. 22 წლის პოლიციელის დედას შვილი მეორედ მოუკლა სალომე ზურაბიშვილმა! კრიმინალების პრეზიდენტმა."- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

image



0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0