x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რუსული ტანკები ისევ დაქოქილია - მოგაწვდით ჩემს ინფორმაციას და ანალიზს
image

რუსული ტანკები ისევ დაქოქილია

ზნაურის რაიონის სოფელ წნელისთან და გვირგვინასთან ჯავშანტექნიკით პატრულირება დაიწყეს. როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება ყოველი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, „უსაფრთხოების და სასაზღვრო რეჟიმის დასაცავად“ მიმდინარეობს.

სინამდვილეში საქართველოს მშიშარა და არაადეკვატურმა ხელისუფლებამ რომლის სათავეშიც განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში ჯარგაუვლელი უსაფრთხოების სპეციფიკის არ მცოდნე და კორუმპირებულ- მოღალატე მმართველობა ზის.


გახარიას კანტორიდან კომფლიქტის რაიონში წამოჭიმა კარავი ე.წ. ბლოკ პოსტი.

ოსებმა (ეს იგივე რუსები არიან) საქართველოს ჩასვრილ ხელისუფლებას მისცეს 12 საათი რათა ეს ჯაბახანა დაშალონ და საკუთარი რერიტორიიდან გაიქცნენ.

მოგაწვდით ჩემს ინფორმაციას და ანალიზს.

საქართველოს არაადეკვატური ხელისუფლება ჩემი ინფორმაციით უკვე კარავის დაშლას გეგმავს, როგორი სამარცხვინოა როცა საკუთარ ტერიტორიაზე სახელმწიფოს იმის კეთების უფლება არ გაქვს რასაც საზოგადოების დაცვა ჰქვია.

მაგრამ ამ საკითხს თუ პოლიტიკურ ჭრილში შევხედავთ ვნახავთ რომ როდესაც საკუთარ მოსახლეობას ყალბი ილუზიებით აბრუებ რომ ევროპა და აშშ დაგიცავს რომ ნატოს წევრები გავხდებით და სინამდვილეში ყოველივე ანტიდასავლურს ქმნი კორუფციის ნეპოტიზმის და პროტექციის სახით ჯამში წარმოდგენილი ფასადიც სახეზეა.

შედეგად ე.წ. საზღვართან რუსული ტენკები ისევ დაქოქილია ჩვენი პატრონი არავინ არაა, ქართული მოსახლეობა მიმდებარე ზონას ტოვებს, იციან რომ მოღალატე ხელისუფალი ცეცხლის გახსნის პირველივე მომენტშივე მათ მიატოვებს და გაიქცევა - მათ ეს არაერთხელ გამოცადეს.

ამასობაში “ჯაყოს" წაყენებული 12 საათიანი ულტიმატუმი იწურება.

ხალხს არავინ ამშვიდებს ანდა რითი უნდა დაამშვიდონ?

თავდაცვის კორუმპირებული მინისტრი იზორია სავარაუდოდ ახალი სახლის გაქირავებით იქნება დაკავებული ხოლო თვითგამოცხადებული “ნაპალეონ - ჩაჩიბაია" როგორც 2008 წლის ომის დროს ახლაც ისარგებლებს და სადმე თბილისთან დიდ მიწისნაკვეთს “კაპიკებში" გადაიფორმებს.

ხელისუფლების დუმილით ხალხი პანიკაშია - ესაა არაეროვნული პოლიტიკის ფორმულა ამას ვიძახდი და აქედანაც გავიმეორებ.

ისევ გაიქცევიან ისევ მიგვატოვებენ ისევ უბრალო პრივილეგიის არმქონე ბიჭები ჩაიხოცება. ამათი შვილები კი კემბრიჯში და ოქსფორდში ჰყავთ გახიზნული.

მე ვნახე ეს, მე ვნახე ომი ქართველებო არ დაუშვათ ომი!

არ წამოეგოთ მოღალატე ხელისუფლების პროვოკაციას.

იმ კარვის დადგმა იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს და ქართული არმიის დისკრედიტაციისთვის გამიზნული.

გაიხსენეთ 2008 წლის საომარი ორომტრიალი მთავრობის წევრები როგორ გარბოდნენ წითელ ხიდზე - ბევრს ახლაც ჩემოდნები ჩალაგებული აქვს.

დღეს ქართული არმია არის დემორალიზებული: ვეტერანი მებრძოლებისგან შეგნებულად დაცლილი, სამხედრო ავიაციის და ფლოტის არმქონე.

დღეს ქართული არმიის სახელით თუნდაც თავდაცვითი მოტივით ჯარების ბრძოლაში ჩაბმა იქნება უდიდესი შეცდომა და ეროვნული დონის ღალატი.

დღეს საქართველო მისი კორუმპირებული ხელისუგლების გამო წარმოადგენს იზოლირებულ სუბიექტს და რეგიონალურ საფრთხეს. 2008 ომის დროს ფრანგული მხარის უშვალო აქტიურობით ფიზიკური აგრესია გაჩერდა ვინ გააჩერებს ამ აგრესიას ახლა თუ ის კვლავ განახლდება?!

ბიბილოვს და მისი რანგის მარიონეტებს კავკასიური ჭადრაკის დაფაზე არავინ არაფერს ეკითხება.

საჭიროა დიალოგი მასთან ვისაც ამ პრობლემის გასაღები ხელთ აქვს ამის აღიარება სირცხვილი და ღალატი არ არის, ამისთვის არსებობს პოლიტიკა ამ ურთიერთობას დიპლომატია ჰქვია.

ეს არაფრის მომტანი აბაშიძე - კარასინის კორუმპირებულ პერსონალური დიალოგი სადაც მხოლოდ ვიწრო წრეები რუსული ვიზების ყიდვა- გაყიდვით მდიდრდებიან არაფრის მომცემია და არანაციონალური ინტერესების მატარებელი.

ამათი კონიაკის წრუპვის ფორმატში რამოდენიმე ათეულობით მილიონი ლარის ვიზა ივაჭრეს.

შეგახსენებთ სამშობლოთი არ ვაჭრობენ!!!

სად რის კორუმპირებული ირაკლი სესიაშვილი და მისი ნაოცნებარი მილიონერებად გქცეილი კოლეგები???

როცა ქვეყნის შიგნით დემოკრატიის პრობლემებია როცა სიტყვის თავისუფლების გამო დევნი კლავ და ატერორებ, როცა ხელისუფალს ჯანსაღი კრიტიკის ატანა არ შეუძლია სახეზეა კრიზისი ოღონდ არა ქვეყნის შიგნით არამედ ქვეყნის ოკუპირებულ რაინში. ამ ხელისუფლებას არ სურდა “შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუგი" ამათ უნფოდათ დავით ქაცარავას მაგვარი ტაკი- მასხარა ტომელიც სადაც რეალური საფრთხეა არსად ჩანს და ყველგან იმალება. ამიტომაც ვარ დავით ნემსაძე დავნაში და ამიტომაც გყავთ დავით ქაცარავა მაქ.

როგორც ძალოვანი უწყების მაკონტროლებელი ორგანიზაციის თავჯდომარე რომელიც ვიმყოფები იძულებით პოლიტიკურ ემიგრაციაში ვაკეთებ ოფიციალურ განცხადებას.

ვითარება არის საგანგაშო კრიტიკული და ერისთვის ცალსახად დამაზიანებელი ყველაფრის გამომწვევი არის უპასუხისმგებლო ხელისუფლება რომელი ნაადრევი არჩევნებით უნდა დასრულდეს.

ჩემი ორგანიზაციის წევრებს ევროპის და ამერიკის მაშტაბით მოთხოვნილი აქვთ პოლიტიკური თავშესაფარი ჩვენ არ გვიჭირს ევროპული უწყებების ფაქტობრივი ინფორმირება!

P.S. ღამის შოუს მასხარებზე გასცეს საბრძოლო იარაღები და ლექსენი ამუშავეს თავდაცვის სამინისტროში ეთნიკური ოსი ომის მონაწილე პოლკოვნიკი ხვიჩა გაბიევი კი სამაგალითოდ გააგდეს ქართული ჯარიდან - მე კი კვლავ მემუქრებიან რომ აქაც მომწვდებიან და მომკლავენ .

აი ასეთი ხელისუფლება ყიდის დღეს საქართველოს.image


1
474
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
474
  
2019, 2 სექტემბერი, 20:38
ესაა ხელისუფლებაზე დაბოღმილი ტიპი, ოფიცრისათვის შეუფერებელი საქციელისათვის გააგდეს ჯარიდან, სხვათაშორის მეგრელები არ "ევასება" განსაკუთრებით.
ჯგუფი "აზიმუტი" აქვს ჩამოყალიბებული და ბოღმას ანთხევს ნემსაძის ბიჭი, ამიტომაც მიბეგვეს ამასწინათ.
თან ერთმა ბიჭმა სცემა ამ "მრავალტანჯულ გმირს". :))))
0 1 1