x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ვიგუდები შვილოო ვერ ვსუნთქავ უშენოოდ"-16 წლის მოზარდი,რომელიც 41 დღე კომაში იყო გარდაიცვალა
image

16 წლის მოზარდი ლიკა ფოფხაძე რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, 41 დღე კომაში ყოფნის შემდეგ გარდაიცვალა.




"ვიგუდები შვილოო
ვერ ვსუნთქავ უშენოოდ
ახლა რა ვქნა, ახლა როგორ ვიცხოვროო
რა ვუყო 16 წლის მოგონებებს და ნივთებს, რაც შენთან მაკავშირებს
რა ვუყო იმ ქუჩებს, ადგილებს სადაც ერთად გვივლია
სად გადავსახლდე დედუკაა
უშენოდ როგორ ვისუნთქოო
წამიყვანეე გემუდარები ლუკა
უერთმანეთოდ ხომ ვერ ვძლებდით დედუკა
ჩემო კეთილშობილო..მოსიყვარულე..მზრუნველოო..უწყინარო შვილოო
წამიყვანეეე
ყვირილი მინდა, სამყარომ რომ გაიგოს ისეთი ყვირილი, მაგრამ დავმუნჯდიი
ვიხრჩობი დე, გასკდა გული შვილო
დაუბრუნდი სხეულს გთხოვ, სთხოვე უფალს შენი კეთილი სული დაუბრუნდეს სხეულს..
დაგაბრუნოს ჩემთან...სთხოვე დედი
შენ ისეთი კეთილი ხარ, იქნებ მოხდეს სასწაული.
გელოდები დედიკო
გთხოოოვ"-წერს სოციალურ ქსელში მოზარდის დედა ბელა ჯმუხაძე.

image



შეგახსენებთ, 16 წლის ბიჭი კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც რეანომობილით გადაყვანა გახდა საჭირო.თუმცა რეანომობილის აპარატურა გაუმართავი გამოდგა, რა დროსაც დაიკარგა ძვირფასი დრო, მეორე რეანომობილი მხოლოდ სამი საათის დაგვიანებით მოვიდა.


ამ ფაქტთან დაკავშირებით 29 ივლისს ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია - „რეანომობილი რაჭას“. პეტიციის ავტორი ეთო არსანიძე ამბროლაურიდან არის. რამდენიმე წლის წინ მის ოჯახს რეანომობილი დასჭირდა, რა დროსაც მისი მოძიება პრობლემად ექცათ. ლუკას ამბავი გახდა დამატებითი ბიძგი იმისათვის, რომ ამბროლაურელებმა და ონელებმა რეანომობილების მოთხოვნა გადაწყვიტეს.


ლუკა ფოფხაძე ჯერ ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდა, შემდეგ, მდგომაროების კიდევ უფრო დამძიმების შემდეგ თბილისში გადაიყვანეს.



0
94
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0