x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რატომ შეწყვიტა "დედოფლისწყაროს ტელევიზიის" გვერდმა მაუწყებლობა?
image
კახეთის მხარე- მხარე აღმოსავლეთ საქართველოში მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებს კახეთის, ჰერეთის(ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს.


კახეთის მხარეში კანონმდებლობით შედის რვა ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული:- ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის და ყვარელის.


აქედან გურჯაანის, ლაგოდეხის, საგარეჯოს და თელავის მუნიციპალიტეტებს აქვს ადგილობრივი ტელევიზია.


დედოფლისწყაროს რაიონი საზღვრისპირა რაიონია და ამით გამორჩეული. მუნიციპალიტეტში არის ერთი ქალაქი, 13 საკრებულო და 15 სოფელი.



მუნიციპალიტეტის ტერიტორია უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, რასაც ადასტურებს სხვადასხვა წლების არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილი ქვის, ბრინჯაოს, რკინის ხანის, ანტიკური და ადრინდელი ქრისტიანული პერიოდის მრავალი ძეგლი. მათ შორის განსაკუთრებული ყურედღების ღირსია დიდი ქალაქების (ხორნაბუჯის, ხორანთა) ნანგრევები.


უამრავი საინტერსო ადგილი, კულტურულ-ისტორიული ძეგლია რაიონში, რისი გაშუქებაც უფრო საინტერსოს და მიმზიდველს გახდიდა ტურისტებისთვის.


საბჭოთა კავშირის პერიოდიდან რაიონს არ ქონდა ტელევიზია. როგორც ხალხი იხსენებს, იყო ადრე რადიოხაზი სახლებში შეყვანილი და 1995 წელს დეპუტატ ლაერტი ზუბადალაშილის თაოსნობით შექმნილი ტელევიზია. რომლის სიხშირე ახლაც არსებობს.

დედოფლისწყაროს ტელევიზია სატელრვიზიო ანძის შენობიდან 1995 წელს მაუწყებლობდა. შემდეგ კი 2003 წელს.

ამ ბოლო ერთი წლის მანძილზე ფუნქციონირებდა "დედოფლისწყაროს ტელევიზიის" გვერდი, რომელიც 1 წლის განმავლობაში პოპულარული გახდა მოსახლეობაში, დედოფლისწყროს ახალ ამბებს მოსახლეობა და ემიგრაციაში წასული ჩვენი რაიონელები ამ გვერდის საშუალებით იგებდნენ. ხდებოდა ლაივ–ჩართვები. ეს ერთი კვირაა გვერდი გაქრა, მოსახლეობაში გაჩნდა დიდი ინტერესი და კითხვის ნიშანი, თუ რატომ გაჩერდა ეს გვერდი. იყო არაერთი სხვადასხვა მითქმა-მოთქმა ზეწოლებზე.


გარდა ამისა, მოსახლეობა გამოთქვამს სურვილს, რომ რაიონს ქონდეს საკუთარი ტელევიზია და რადიომაუწყებლობა.


გადავწყვიტე დავკავშირებოდი "დედოფლისწყაროს ტელევიზიის დამფუძნებელს, ილია მარტყოფლიშვილს, რომელმაც განაცხადა შემდეგი:


"ფეისბუქის ლაივს აქვს მუსიკაზე და ფილმებზე საავტორო უფლებები შეზღუდული. ხშირად ყოფილა, როცა ლაივში გაშვებული ფილმი გაწყვეტილა, ლიცენზია მოუთხოვია. ხშირად გვატყობინებდა, რომ საავტორო უფლებების გამო შეგვეწყვიტა, მაგრამ მაიმც ვაგრძელებდით. ზოგჯერ ისეთ ფილმებს ვუშვებდით, რაც უფლებებს არ არღვევს, მაგრამ ხან გვეპარებოდა ასეთებიც. ამიტომ მე ვფიქრობ, ამ დარღვევების გამო, დროებით შეგვეზღუდა და გვერდი დაიბლოკა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ადრეც გვქონდა 1 თვიანი აკრძალვა და ვერ ვახერხებდით ლაივებს, მაგრამ დრო რომ გავიდა თავისით აღდგა...

ჩვენ ალტერნატიული სათადარიგო მაუწყებლობა გვაქვს და ლაივი არ გაგვიჩერებია. როცა ტელევიზიის გვერდი იზღუდება, ამ დროს ლაივი გადის გაზეთ "ქიზიყის" ფეისბუქ გვერდიდან, რომელსაც 16 000 გამომწერი ჰყავს. ანუ ამჟამად და წინა დღეებშიც ქიზიყის გვერდით გადის ახალი ამბები და ფილმები.
ვეცდებით მალე აღდგეს გვერდი, მაგრამ მანამდეც ორი გვერდით ვმაუწყებლობდით. ქიზიყის და ტელევიზიის. არანაირი ზეწოლა არ არსებობს. ეს ყველაფერი გამოიწვია ფეისბუქის წესებმა, რომელიც დროებით აფერხებს რაღაც ქმედებებს. ჩვენ არ გვაქვს ის ფინანსები, რომ ფილმების ლიცენზიის თანხა ვიხადოთ ამიტომ გვიწევს ეს დარღვევა." - ამბობს "დედოფლისწყაროს ტელევიზიის" დამფუძნებელი, ილია მარტყოფლიშვილი.





0
59
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0