x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97188
  • ვიდეო:344046
  • სურათი:459149
ნეგატივი გადამდებია: შემოიკრიბეთ ხალხი, რომლიდანაც მაქსიმუმ სარგებელს მიიღებთ
ფსიქოლოგიური განწყობა გადამდებია, განსაკუთრებით ხანგრძლივი ურთიერთობის დროს. საქმე იმაშია, რომ ტვინში არის ე.წ. სარკისებრი ნეირონები, რომლებიც ემპათიაზე პასუხის აგებენ და სხვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენის საშუალებას გვაძლევენ. ეს შესაძლებლობა სასარგებლოა, მაგრამ მას უარყოფითი მხარეც აქვს: ჩვენ არა მხოლოდ კარგ, არამედ ცუდ ენერგიასაც ვიღებთ.


image

ნეგატივი ნეგატივს ბადებს

ამას ყოველთვის არ ვაღიარებთ, მაგრამ ინდიანას შტატის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ სხვების მოსაზრება ჩვენსა და ჩვენს ქცევაზე გავლენას ახდენს. ამასთან ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ნეგატიურ მოსაზრებას უფრო დიდი წონა და ძლიერი გავლენა აქვს, ვიდრე პოზიტიურს.


ექსპერიმენტის დროს მონაწილეები სხვადასხვა პროდუქტებს აფასებდნენ. შემდეგ საკუთარ კომენტარებს (როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს) სხვებს უზიარებდნენ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უარყოფითი კომენტარები პროდუქტის მიმართ სხვების დამოკიდებულებაზე გავლენას ახდენდა: თუ თავიდანვე ცუდი წარმოდგენა ქონდათ, კიდევ უფრო ცუდი ხდებოდა, ხოლო თუ ამ პროდუქტზე პოზიტიურად ფიქრობდნენ, აზრი უფრო ცუდისკენ ეცვლებოდათ.

უფრო მეტიც, როცა მონაწილეები ცუდი კომენტარების ავტორებს პირადად ესაუბრებოდნენ, პოზიცია ნეგატიურ ჭრილში უფრო ძლიერდებოდა. დასკვნა: ნეგატივი ნეგატივს ბადებს.


image

სევდა ვირუსივით ვრცელდება

ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ემოციურ მდგომარეობასა და ურთიერთკავშირს შორის კავშირი შეისწავლეს. მათ ემოციების არა სპონტანური აფეთქება გაანალიზეს, რომელთაც სხვა ადამიანებთან ემოციების გაზიარების დროს განვიცდით, არამედ ჩვენი ემოციური მდგომარეობის გავლენა ჩვენი ახლობლების ფსიქიკაზე.

მათ აღმოაჩინეს, რომ ემოციების გავრცელება ვირუსული ინფექციის მსგავსად ხდება, ამასთან სევდა უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე სიხარული. სხვა სიტყვებით, მხიარული მეგობარი ჩვენი ბედნიერების დონეს 11%-ით ზრდის, ხოლო დარდიანი მეგობარი ჩვენს სევდას ორმაგად ზრდის.

ფსიქოლოგებმა ნეგატიური ემოციები გრიპს შეადარეს: რაც უფრო მეტი დაინფიცირებული მეგობარი გყავთ, დაავადების ალბათობა მით უფრო მაღალია.


image

ცუდი განწყობაც გადამდებია

ცუდ განწყობასა და აგრესიას იმწამსვე ვამჩნევთ და ჩვენი ტვინი ამ მოვლენებზე თავისებურად რეაგირებს. ყოველგვარი ურთიერთობა ჩვენს მიერ უხეშობად აღიქმება და შედეგად ჩვენ თვითონ ცუდი განწყობა გადმოგვაქვს.

ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტის მონაწილეებს შემთხვევით შერჩეულ პარტნიორებთან ურთიერთობა სთხოვეს. აღმოჩნდა, რომ უხეშობასთან შეჯახებისას ისინი მომავალ პარტნიორთან უფრო მეტად უხეშობენ, ამასთან აგრესიული განწყობა მთელი კვირა ნარჩუნდება.

მეორე ცდით, მონაწილეებს შემთხვევით დალაგებულ ასოებს შორის სიტყვების პოვნა სთხოვეს. აღმოჩნდა, რომ მათ, ვისაც უხეშობასთან შეჯახება მოუწიათ, უფრო მეტად ნეგატიური შინაარსის სიტყვებსა ნახულობდნენ.

გამოდის, რომ სხვების ემოციები, განსაკუთრებით ნეგატიური ჩვენზე გადმოდის.


ირგვლივ პოზიტიური ხალხი შემოიკრიბეთ

გინდა თუ არა, ირგვლივ მყოფი ხალხის განწყობა თქვენს განწყობასა და ქცევაზე გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, ნეგატიური ადამიანები ახლოს არ გაიკაროთ.

დადარდიანებულ ადამიანებთან მუდმივი კონტაქტი მხოლოდ სევდას მოგიტანთ. რა თქმა უნდა, თქვენს სხვებს პოზიტიური ემოციები უნდა გაუზიაროთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

ყოველი მესამე ქალი პაემანზე უფასო საჭმლის გამო დადის - კვლევა

image

რატომ არ შეიძლება ტუალეტში შესვლა, თუ ღამით გაგეღვიძათ

image

რომელ საათზე უნდა დაწვეთ, რომ დილით თავი მხნედ იგრძნოთ

image

დამტკიცებულია მეცნიერულად: სახლში კატის ყოლის კარგი მიზეზები

image

ალკოჰოლი, ჭარბი წონა და ყავა 100 წლამდე ცხოვრებაში დაგეხმარებათ!

image

მეცნიერების კვლევა: სუნები და მუსიკა დემენციის რისკს ამცირებენ

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
81
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
81