x
image
ზოგადი განათლება
როდის იწყება უმაღლეს სასწავლებლებში 2019-2020 სასწავლო წელი?

საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლები სასწავლო პროცესის დაწყების ვადებს ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.

image

თბილისი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი)ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით. სასწავლო პროცესი დაიწყება 7 ოქტომბერს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისწავლა იწყება 16 სექტემბერს, ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება – 2-9 სექტემბერი; აკადემიური რეგისტრაცია – 9-16 სექტემბერი.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) – სწავლა იწყება 9 სექტემბერს, პირველკურსელთარეგისტრაცია იწარმოებს 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი2019-2020 სასწავლო წელი ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის 23 სექტემბერიდან იწყება. რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 2 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამის ფაკულტეტებზე.


სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტისწავლა იწყება 23 სექტემბერს. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 26 აგვისტო – 5 სექტემბერი, მეორე ეტაპი 7 სექტემბერი – 17 სექტემბერი.

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიარეგისტრაციის თარიღებია– 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლით. სალექციო და ინდივიდუალური მეცადინეობები 16 სექტემბერს იწყება.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაეროვნული თავდაცვის აკადემიაში სასწავლო პროცესი დაიწყება 9 სექტემბერს. რაც შეეხებათ პირველკურსელებს, ისინი 10 კვირის განმავლობაში გაივლიან საწყის საბრძოლო მომზადებას და ამის შემდეგ ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში

ქართული უნივერსიტეტი (სანგუ) – ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოებს ა/წ 4-დან 13 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 17:00 საათამდე (უნივერსიტეტის II კორპუსი). სასწავლო პროცესი დაიწყება 16 სექტემბერს.

აგრარული უნივერსიტეტისასწავლო წელი იწყება 16 სექტემბერს.

თავისუფალი უნივერსიტეტისასწავლო წელი იწყება 16 სექტემბერს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (იბსუ)რეგისტრაციის ვადები: 9-13 სექტემბერი, ლექციები ჩატარდება 16 სექტემბრიდან.

კავკასიის უნივერსიტეტიპირველკურსელებისთვის სწავლა იწყება 9 სექტემბერს.

საქართველოს უნივერსიტეტიერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდება 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით. სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტირეგისტრაციის ვადები ჯერ არ გამოცხადებულა, 23 სექტემბერს იწყება სწავლა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთარეგისტრაციის ვადებია: 26 აგვისტო – 13 სექტემბერი, სწავლა იწყება 23 სექტემბერს.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) – სწავლის დაწყების სავარაუდო თარიღია 23 სექტემბერი.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიადმინისტრაციული რეგისტრაცია დაიწყება 2 სექტემბერს, სწავლა – 16 სექტემბერს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიაბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება, უნივერსიტეტის ვებგვერდზე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია მ/წ 2 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით. სასწავლო პროცესი დაიწყება 23 სექტემბერს.

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) – სწავლა დაიწყება 16 სექტემბერს. რეგისტრაცია დაიწყება „ნაეკისჩარიცხვების გამოქვეყნების შემდეგ.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტირეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ-დან 17 სთ-მდე, სწავლა დაიწყება 16 სექტემბერს.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა)ბაკალავრიატზე სწავლა იწყება 23 სექტემბერს, საბუთების მიღება დაწყებულია და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისასწავლო პროცესი დაიწყება 30 სექტემბერს, პირველკურსელებმა რეგისტრაცია აღნიშნულ თარიღამდე უნდა გაიარონ.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასწავლა იწყება 1-ლ ოქტომბერს, რეგისტრაცია დაიწყება ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ სიების გამოქვეყნების შემდეგ.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისწავლა დაიწყება 16 სექტემბერს, რეგისტრაცია სავარაუდოდ 9 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე.

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 2019-2020 სასწავლო წელი დაიწყება 16 სექტემბერს.

რეგიონები


ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისასწავლო პროცესი დაიწყება 16 სექტემბერს, რეგისტარცია ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდება.

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი2019–2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაციისა და სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2019 წლის 2 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე. აკადემიური რეგისტრაცია 2019 წლის 17 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისასწავლო პროცესი იწყება 16 სექტემბერს. აბიტურიენტთა რეგისტრაციის (ხელშეკრულებების გაფორმება) ვადაა – 2019 წლის 02 სექტემბერი – 2019 წლის 12 სექტემბერი.

ქუთაისის უნივერსიტეტირეგისტრაციას 2 სექტემბერს დაიწყება და 13 სექტემბერს ჩათვლით იქნება. სასწავლო პროცესი კი 16 სექტემბრიდან დაიწყება.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტიპირველკურსელთა რეგისტრაცია 2-12 სექტემბერი, სწავლის დაწყება 16 სექტემბერი

იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისასწავლო პროცესი დაიწყება 30 სექტემბერს, რეგისტრაცია 2 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2019 წლის 26 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით. სწავლა დაიწყება 16 სექტემბერს.





0
80
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0