x
image
ელენე გუმა
" მოიმატებს კონფლიქტების, დაპირისპირების და ავარიის ალბათობა" - სექტემბერში კრიზისული დღეები იმატებს

image
ასტროლოგი რამაზ გიგაური "ფეისბუქის" პირად გვერდზე სექტემბრის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და მიმდინარე თვის ტენდენციებზე საუბრობს.


"მთავარი ასტროლოგიური მოვლენა:
14 სექტემბერი - სავსემთვარეობა
28 სექტემბერი - ახალმთვარეობა

სექტემბრის პირველი კვირა შედარებით მშვიდი იქნება და აგვისტოს ბოლოს დაწყებული მოვლენები შედარებით ჰარმონიულად დასრულდება ან განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.


სექტემბრის პირველი ნახევარში მზე, მერკური, ვენერა და მარსი ქალწულის ზოდიაქოში იქნება განთავსებული. ეს მიანიშნებს, რომ მოვლენები შედარებით მშვიდად განვითარება. ორგანიზებული და დისციპლინირებული მოქმედებების წყალობით შესაძლებელი იქნება პირად ცხოვრებასთან, სასიყვარულო ურთიერთობებთან და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების ჰარმონიულად მოგვარება. ეს კარგი დრო იქნება წარსულის ანალიზისთვის, ნაწყენ მეგობრებთან შერიგებისთვის, ახალი ურთიერთობების დაწყებისთვის, ქორწინებისთვის. ეს სასიკეთო გავლენა განსაკუთრებით სექტემბრის პირველ კვირაში იქნება საგრძნობი. ეს პერიოდი ასევე კარგი იქნება სწავლისთვის, ანალიზისთვის, წვრილმანების შემჩნევისთვის, დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის.


თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ცალსახად სასიკეთო პერიოდი იქნება. 1-16 სექტემბრის შუალედში „შეიკვრება“ მზე-იუპიტერი-ნეპტუნის ე. წ. „ტაუ-კვადრატი“. ეს ნეგატიურად იმოქმედებს საქმიან ცხოვრებაზე. ამ მიმართულებით მოიმატებს ილუზიის, რეალობის ვერ/არ გააზრების, საკუთარ თავზე ზღვარგადასული წარმოდგენის შექმნის, ზომაზე მეტი პასუხისმგებლობის აღების, გარისკვის, ცდუნების, ტყუილის და შეცდომის დაშვების ალბათობა. ამ პერიოდში საქმეში, სამსახურში, ბიზნესში საჭირო იქნება სიზუსტე, დაგეგმვა, დეტალების გათვალისწინება და სიფრთხილის გამოჩენა (ამ პერიოდში მოსალოდნელია გადაიზარდოს უძილობაში, ამიტომ ეს საკითხი ყურადღებას ითხოვს).


სექტემბრის „შემოტრიალების წერტილი“ იქნება 14-ში, როდესაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა მოხდება. ეს იქნება სავსემთვარეობა, ასევე მერკურის და ვენერას სასწორის ზოდიაქოში გადასვლა. ეს ცვლილებებს შეიტანს ურთიერთობებში - თუ აქამდე ურთიერთობებში დომინანტი მერკური იყო და აქცენტი კეთდებოდა ანალიზზე, დეტალებზე, ფაქტებზე და აზრი სჯაბნიდა ემოციას, 14 სექტემბრიდან პირიქით მოხდება, ანუ წინ ემოცია და გრძნობა წამოვა. მნიშვნელოვანი გახდება სიყვარულისა და სიმპათიის მომენტი.


18 სექტემბრიდან სატურნი დირექტიული გახდება. საორგანიზაციო საკითხები უფრო პოზიტიურად განვითარდება (ამის გავლენა განსაკუთრებით საგრძნობი 11-25 სექტემბრის შუალედში იქნება). თუმცა ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა და საბუთების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხები გამძლეობას და შეუპოვრობას ითხოვს. ეს ასევე ეხება დაუმთავრებელ, გადადებულ საქმეებს.


საერთოდ, სექტემბრის კრიზისული დღეები იქნება 12-18-ის შუალედი და შემდეგ უკვე 21-27-ის შუალედი. ამ პერიოდში მოიმატებს კონფლიქტების, დაპირისპირების და ავარიის ალბათობა. მოსალოდნელია ძველი პრობლემების გამწვავებაც. ამ პერიოდში ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობა.


17 სექტემბრიდან გაძლიერდება პლუტონის გავლენაც და ეს 7 ოქტომბრამდე გასტანს. რაც გავლენას მოახდენს პოლიტიკურ და ფინანსურ საკითხებზე. ამ პერიოდში მოიმატებს პოლიტიკური ცვლილებები და დიდი ალბათობით მოხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.


23 სექტემბერს ზოდიაქოს ნიშანს შეიცვლის მზე - ის ქალწულიდან სასწორში გადაინაცვლებს და გავლენა უფრო პოზიტიური გახდება. განსაკუთრებით ეს ურთიერთობების დონეზე გახდება საგრძნობი.


თვეს დაასრულებს 28 სექტემბრის ახალმთვარეობა, რომელიც გარკვეულ დაძაბულობას შექმნის, თუმცა ეს არ იქნება განსაკუთრებით რთული. ის გავლენას მოახდენს ვერძის, კირჩხიბის, სასწორის და თხის რქის ზოდიაქოს დასაწყისში დაბადებულ ადამიანებზე. ამ ახალმთვარეობაზე გავლენა ექნება ურანს, ამიტომ მოსალოდნელია სექტემბრის ბოლოს დაიწყოს ახალი საინტერესო, ორიგინალური პროექტები, რომლებიც ოქტომბერში პოზიტიურად გაგრძელდება.
--------------------------------------------------------

- ასტროკალენდარი -

* 14 სექტემბერი: სავსემთვარეობა.
ემოციური დღეა. ადამიანებში გაძლიერდება ემოციური განცდა და მომავლის შიში. ყურადღებას ითხოვს სიზმრები.

* 14 სექტემბერი: მერკური > სასწორის ზოდიაქოში
მოიმატებს ახალი პარტნიორების მოძიების, პარტნიორული ურთიერთობების დაწყების ალბათობა.

* 14 სექტემბერი: ვენერა > სასწორის ზოდიაქოში
სასიკეთო პერიოდი დაიწყება სიყვარულში, პირად ცხოვრებაში ცვლილებების დაგეგმისთვის და განხორციელებისთვის, ქორწინებისთვის და ასევე გართულებული ურთიერთობების დაგეგმისთვის.

* 18 სექტემბერი: სატურნი > დირექტიული მოძრაობა
მოიმატებს ძირეული, რადიკალური ცვლილებების ალბათობა. ეს ეხება ასევე წარსულის ანალიზს, დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის (ეს განსაკუთრებით იოლი გახდება 24-25 სექტემბრიდან).

* 23 სექტემბერი: მზე > სასწორის ზოდიაქოში
მოვლენები უფრო მშვიდად და ზედმეტი ძალდატანების გარეშე განვითარება. მნიშვნელოვანი გახდება ურთიერთობები, კავშირები, მოლაპარაკებები და შეთანხმებების მიღწევა. დაიწყება სასიკეთო დრო ხელოვნებაში, იურისპრუდენციაში და დიპლომატიაში წარმატების მისაღწევად.

* 28 სექტემბერი: ახალმთვარეობა.
არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მითუმეტეს რომ, გაძლიერებული იქნება მერყეობა. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებაში სასურველია პარტნიორების მხარდაჭერა.
--------------------------------------------------------

ამ პერიოდებში ახალი საქმეების დაწყება და შენაძენების გაკეთება რეკომენდებული არ არის!!!
/„არაეფექტიანი“, ანუ „უკურსო“ მთვარე თბილისის მონაცემებით, შესაბამისად უცხოეთში საჭიროა თბილისთან შესაბამისი საათობრივი განსხვავების დამატება ან მოკლება/:
2.09.2019 12:34 - 3.09.2019 3:35
4.09.2019 14:58 - 5.09.2019 7:08
6.09.2019 20:03 - 7.09.2019 14:37
9.09.2019 12:30 - 10.09.2019 1:24
11.09.2019 9:22 - 12.09.2019 13:51
14.09.2019 8:33 - 15.09.2019 2:32
16.09.2019 20:03 - 17.09.2019 14:31
19.09.2019 17:56 - 20.09.2019 0:57
22.09.2019 6:41 - 22.09.2019 8:50
24.09.2019 2:05 - 24.09.2019 13:19
25.09.2019 20:14 - 26.09.2019 14:37
28.09.2019 7:58 - 28.09.2019 14:03
30.09.2019 6:05 - 30.09.2019 13:42
--------------------------------------------------------
ზოდიაქოს ნიშნებისთვის სექტემბერში ზოგადად სასიკეთო დღეები:
ვერძი: 1, 5, 10, 15, 20, 24, 28
კურო: 4, 8, 13, 18, 23, 27
ტყუპები: 1, 5, 11, 16, 20, 24, 28
კირჩხიბი: 4, 8, 12, 17, 22, 27
ლომი: 2, 6, 11, 16, 21, 25, 29
ქალწული: 3, 7, 12, 17, 22, 26, 30
სასწორი: 2, 6, 11, 16, 21, 25, 29
მორიელი: 3, 7, 13, 18, 22, 26, 30
მშვილდოსანი: 1, 6, 10, 16, 20, 25, 29
თხის რქა: 4, 9, 14, 19, 23, 27
მერწყული: 1, 5, 10, 15, 20, 24, 28
თევზები: 4, 9, 14, 19, 23, 27"

0
338
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0