x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
გინესის რეკორდების 7 ყველაზე უჩვეულო შემთხვევა
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის გამოცემები არსებობს, რომელიც მოიცავს ცნობებს ადამიანის უდიდესი მიღწევებისა და რეკორდების, აგრეთვე ბუნების უნიკალური მოვლენების შესახებ. ის გამოდის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 25 ენაზე. ამჟამად გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი იბეჭდება გამომცემლობა „გეიმერის“ („Gamer's Edition“) ეგიდით და ახალ-ახალი რეკორდებით ივსება. მასში მოხვედრა საპატიოა, რისთვისაც ათასობით ადამიანი იღვწის.


image



საინტერესოა ამ წიგნის შექმნის ისტორია. 1951 წლის 10 ნოემბერს ინგლისელი ლორდი ჰიუ ბივერი, ა. გინესის ლუდსახარშის აღმასრულებელი დირექტორი, მეგობრებთან ერთად ნადირობდა გარეულ ფრინველებზე ვექსფორდში. მონადირეებმა კამათი გამართეს იმის თაობაზე, თუ რომელი ფრინველი უფრო სწრაფად ფრენდა. მათ ვერ მიაკვლიეს ცნობარს, რომელშიც ზუსტი მონაცემები იქნებოდა ამა თუ იმ ფრინველის ფრენის სისწრაფის შესახებ. ამის გამო, 1954 წლის აგვისტოში, ჰიუ ბივერმა (იმხანად უკვე გინესის გამომცემლობის მმართველმა დირექტორმა) გადაწყვიტა საგანგებო საცნობარო კრებულის შედგენა და გამოცემა. შეიქმნა ბიურო და დაიწყო უდიდესი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება. არტურ გინესი (1725-1803) იყო ირლანდიელი ლუდის მხარშავი, რომელმაც 1759 წელს დააარსა ლუდის მწარმოებელი კომპანია (საოჯახო ფირმა). 1886 წელს კომპანია გარდაიქმნა კორპორაციად და XXI საუკუნის დასაწყისშიც რჩება ლუდის ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებლად. 1955 წლის 27 აგვისტოს გინესის კორპორაციამ გამოსცა პირველი წიგნი, რომელიც მალევე ბესტსელერად იქცა. მომდევნო წელს წიგნი გამოიცა აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში და სხვ. მას დამფინანსებელი ფირმის „გინესის“ სახელი დაენათლა. 2005 წელს აღინიშნა გამოცემის 50 წლისთავი.



ალბათ ძნელია იმის წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც თქვენთვის შეუძლებელი რაღაცების კეთება შეუძლიათ და ამ წიგნის ნახვის შემთხვევა უცნაურ შეგრძნებებს ნამდვილად გაგიღვიძებთ.



წარმოგიდგენთ გინესის რეკორდების 7 მეტად უჩვეულო შემთხვევას.




1. კაზუჰირო ვატანაბე.image


გინესების რეკორდსმენია, შეძლო და თმის "ქოჩორი" გაიზარდა ერთ მეტრამდე სიგრძეზე.






2. ნაძვის ხის ყველაზე დიდი სათამაშო.image


ნაძვის ხის ყველაზე დიდი სათამაშო ბურთი დამონტაჟდა დუბაიში, რომლის სიმაღლე 5 მეტრი, ხოლო წონა კი ერთ ტონამდე იყო.






3. კრის უოლტონი.image


კრისი ყველაზე გრძელი ფრჩხილების პატრონია, რომლის სიგრძე 91 სმ-ია.






4. გარი ტერნერი.image


გარის დაბადებიდან აქვს კოლაგენის ნაკლებობა, რის გამოც შეუძლია კანი 16 სმ-ით გამოწელოს. სწორედ "ამ დაავადების" წყალობით შეძლო გინესებში მოხვედრა.






5. ვილ ჰოფი.image


წარმოშობით ჰოლანდიელი ვილ ჰოფი ცნობილი გახდა იმ ფაქტით, რომ შეუძლია ყინვაში გაძლოს დაახლოებით ორი საათი.






6. კიმ გუდმანი.image


მას შეუძლია თვალები ბუდიდან 1, 2 სმ-ით გამოწიოს.






7. იზაბელ ვარლი.image


80 წლის პენსიონერი ქალის სხეულის 93% დაფარულია სვირინგებით, რის გამოც ის გინესებში მოხვდა.





1
314
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
314
  
2019, 2 სექტემბერი, 14:18
მაგარია, იმ სიგრძე ფრჩხილებით ან როგორ იცვამს ან როგორ იხდის, საჭმელს როგორ ამზადებს-გასაოცარია ნამდვილად...
0 1 1