საზოგადოება გინესის რეკორდების 7 ყველაზე უჩვეულო შემთხვევა 2019, 2 სექტემბერი, 8:47 გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის გამოცემები არსებობს, რომელიც მოიცავს ცნობებს ადამიანის უდიდესი მიღწევებისა და რეკორდების, აგრეთვე ბუნების უნიკალური მოვლენების შესახებ. ის გამოდის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 25 ენაზე. ამჟამად გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი იბეჭდება გამომცემლობა „გეიმერის“ („Gamer's Edition“) ეგიდით და ახალ-ახალი რეკორდებით ივსება. მასში მოხვედრა საპატიოა, რისთვისაც ათასობით ადამიანი იღვწის.
საინტერესოა ამ წიგნის შექმნის ისტორია. 1951 წლის 10 ნოემბერს ინგლისელი ლორდი ჰიუ ბივერი, ა. გინესის ლუდსახარშის აღმასრულებელი დირექტორი, მეგობრებთან ერთად ნადირობდა გარეულ ფრინველებზე ვექსფორდში. მონადირეებმა კამათი გამართეს იმის თაობაზე, თუ რომელი ფრინველი უფრო სწრაფად ფრენდა. მათ ვერ მიაკვლიეს ცნობარს, რომელშიც ზუსტი მონაცემები იქნებოდა ამა თუ იმ ფრინველის ფრენის სისწრაფის შესახებ. ამის გამო, 1954 წლის აგვისტოში, ჰიუ ბივერმა (იმხანად უკვე გინესის გამომცემლობის მმართველმა დირექტორმა) გადაწყვიტა საგანგებო საცნობარო კრებულის შედგენა და გამოცემა. შეიქმნა ბიურო და დაიწყო უდიდესი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება. არტურ გინესი (1725-1803) იყო ირლანდიელი ლუდის მხარშავი, რომელმაც 1759 წელს დააარსა ლუდის მწარმოებელი კომპანია (საოჯახო ფირმა). 1886 წელს კომპანია გარდაიქმნა კორპორაციად და XXI საუკუნის დასაწყისშიც რჩება ლუდის ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებლად. 1955 წლის 27 აგვისტოს გინესის კორპორაციამ გამოსცა პირველი წიგნი, რომელიც მალევე ბესტსელერად იქცა. მომდევნო წელს წიგნი გამოიცა აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში და სხვ. მას დამფინანსებელი ფირმის „გინესის“ სახელი დაენათლა. 2005 წელს აღინიშნა გამოცემის 50 წლისთავი. ალბათ ძნელია იმის წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც თქვენთვის შეუძლებელი რაღაცების კეთება შეუძლიათ და ამ წიგნის ნახვის შემთხვევა უცნაურ შეგრძნებებს ნამდვილად გაგიღვიძებთ. წარმოგიდგენთ გინესის რეკორდების 7 მეტად უჩვეულო შემთხვევას. 1. კაზუჰირო ვატანაბე. გინესების რეკორდსმენია, შეძლო და თმის "ქოჩორი" გაიზარდა ერთ მეტრამდე სიგრძეზე. 2. ნაძვის ხის ყველაზე დიდი სათამაშო. ნაძვის ხის ყველაზე დიდი სათამაშო ბურთი დამონტაჟდა დუბაიში, რომლის სიმაღლე 5 მეტრი, ხოლო წონა კი ერთ ტონამდე იყო. 3. კრის უოლტონი. კრისი ყველაზე გრძელი ფრჩხილების პატრონია, რომლის სიგრძე 91 სმ-ია. 4. გარი ტერნერი. გარის დაბადებიდან აქვს კოლაგენის ნაკლებობა, რის გამოც შეუძლია კანი 16 სმ-ით გამოწელოს. სწორედ "ამ დაავადების" წყალობით შეძლო გინესებში მოხვედრა. 5. ვილ ჰოფი. წარმოშობით ჰოლანდიელი ვილ ჰოფი ცნობილი გახდა იმ ფაქტით, რომ შეუძლია ყინვაში გაძლოს დაახლოებით ორი საათი. 6. კიმ გუდმანი. მას შეუძლია თვალები ბუდიდან 1, 2 სმ-ით გამოწიოს. 7. იზაბელ ვარლი. 80 წლის პენსიონერი ქალის სხეულის 93% დაფარულია სვირინგებით, რის გამოც ის გინესებში მოხვდა. 314 11-ს მოსწონს
|